USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
Тбилиси
ევროპელი სოციალისტების პარტია (PES) საკუთარი რიგებიდან ოცნების გარიცხვას განიხილავს
дата:  

ევროპელი სოციალისტების პარტიამ (PES) შესაძლოა, საკუთარი რიგებიდან ღარიბაშვილ-კობახიძის პარტია გარიცხოს. 

საკითხზე პარტიის ლიდერებმა გუშინ იმსჯელეს. 

PES-ი "ოცნების" მათი რიგებიდან გარიცხვის საკითხს ჯერ კიდევ რუსული კანონის მიღების მცდელობის დროს განიხილავდა. მაშინ ეს ინიციატივა ევროპელი სოციალისტების პარტიის პრეზიდენტმა დააყენა. 

საკითხს ევროპის სოციალისტური პარტია მას შემდეგ დაუბრუნდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 4-5 მაისს უნგრეთში დაგეგმილ კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციის სპიკერებს შორისაა.

"თუ პრემიერმინისტრს ევროპელი სოციალისტების პარტიის დამკვირვებელი წევრი პარტიიდან სურს ღირებულებების გაზიარება ვიქტორ ორბანთან და აშშ-ის კონსერვატიულ სამოქმედო კონფერენციასთან, მაშინ, ჩვენ ოფიციალურად უნდა ვიმსჯელოთ ამ პარტიის სტატუსზე", - განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა გენერალურმა მდივანმა, ჯაკომო ფილიბეკიმ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 4-5 მაისს უნგრეთში დაგეგმილ კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციის სპიკერებს შორისაა.

კონფერენციაა რომელზეც ღარიბაშვილის სპიკერად მიიწვიეს უნდა იმსჯელონ კავშირებზე ამერიკის მემარჯვენე ფრთასა და ვიქტორ ორბანის მთავრობას შორის.

CPAC-უნგრეთის ვებ-გვედის თანახმად, გასული ღონისძიება ორიენტირებული იყო „ღმერთის, სამშობლოს, ოჯახის“ ღირებულებებზე. წლევანდელი კონფერენციის დევიზია „ერთად ჩვენ ძლიერები ვართ“.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати