USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
თბილისი
ევროპელი ლიდერები უკრაინის საკითხთან დაკავშირებით პარიზში საგანგებო სამიტს გამართავენ
თარიღი:  1031

ევროპელი ლიდერები მომავალ კვირას უკრაინის ომის შესახებ საგანგებო სამიტზე შეიკრიბებიან იმ შეშფოთების ფონზე, რომ აშშ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს ევროპის მონაწილეობის გარეშე აგრძელებს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეხვედრას პარიზში, სავარაუდოდ, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერიც დაესწრება.

გამოცემა წერს, რომ სამიტის გამართვის შესახებ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რუსეთისა და უკრაინის საკითხებში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელის, კიტ კელოგის განცხადება, რომ ევროპელი ლიდერები გაივლიან კონსულტაციას, მაგრამ არ მიიღებენ მონაწილეობას აშშ-სა და რუსეთს შორის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში.

ამასთან, თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენლები, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, უახლოეს დღეებში საუდის არაბეთში რუსეთის წარმომადგენლებს შეხვდებიან. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკებებზე უკრაინაც არის მიწვეული, თუმცა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მის ქვეყანას ასეთი მიწვევა არ მიუღია.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ გუშინ განაცხადა, რომ ემანუელ მაკრონმა ევროპელი ლიდერები უკრაინის საკითხის განსახილველად პარიზში სამიტზე მიიწვია.

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის