USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
ევროპელებისა და აფრიკელების დახასიათებები შუა საუკუნეების ქართულ წყაროებში (ზაზა ფანასკერტელი)
თარიღი:  

ევროპელებისა და აფრიკელების დახასიათებები შუა საუკუნეების ქართულ წყაროებში, არსებობს ასეთი რამეც, ბოლოში ამერიკელებზეცაა რაღაც, საოცარი ტექსტებია !

დიდი ქართველი მკურნალი, ზაზა ფანასკერტელი:
,,ეთიოპელები და ზანგები სიცხეს მიჩვეული არიან და მზე არ სწყინთ, მაგრამ თუ სიცივე ეცემათ, ავად ხდებიან, და ვინც სიცივეს მიჩვეულია, როგორც რუსები, სიაყალბელები და ბულგარელები, ზომაზე მეტ სიცივეს უძლებენ, მაგრამ როცა ცხელი ჰაერი ეცემათ, ავადდებიან.
ზანგთა სიშავე მათი ქვეყნის სიმხურვალის მოწმობაა. ზანგებს ყმაწვილური ხასიათი აქვთ".
საინტერესოა, რომ ზანგთა სილაღესა და ბავშვურობაზე მიუთითებს ჩახრუხაძეც მე-12 საუკუნეში.
რაც შეეხება ევროპას, ფანასკერტელი აგრძელებს:
,,გრილი და ნოტიო მხარეა, კაცნი მწყაზარნი (მშვენიერნი), გრძელი და ნაზი თმებით, ხასიათი სევდიანი აქვთ".
ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი, ახალქართული პერიფრაზით.
,,ჩავჯექ ხომალდში, ზღვას გაველ, ფრანგის ქვეყნები ვნახეო..."
ხალხური
აბა ვნახოთ, რა იხილა შუა საუკუნეების ქართველმა მეზღვაურმა ფრანგის ქვეყნებში...
,,ვარანგნი (ვიკინგები) - კაცნი მძლენი და მრავლის შემძლენი"
იხ. ამ ეთნონიმის მნიშვნელობა ძველ ქართულ ლექსიკონში.
ვიკინგებთან შედარებით, ფ რ ა ნ გ ე ბ ი ქართველებს ნაკლებად მასკულინური მოსჩვენებიათ, რადგანაც სიტყვა ბრანჯიას ანუ პრანჭიას ფუძე სწორედ ფრანგთა ძველი ქართული ეთნონიმი ბრანჯია. (იხილეთ ოდერიკ ვიტალისის ცნობა ბრეტონ გაიმარის რაინდების მიერ კავკასიაში ფრანგული მოდის შემოტანის შესახებ და ეს მოვლენა უფრო იოლი აღსაქმელი გახდება).
დავით აღმაშენებლის მოძღვარი არსენი ფრანგებს ამგვარად მოიხსენიებს: „ერნი იგი ურიცხუნი ბრანგთანი – ნათესავნი დიდნი”.
არსენის ეპოქაში, XI-XII საუკუნეებში ევროპის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი სწორედ საფრანგეთზე მოდიოდა, დაახლოებით 15 მილიონზე მეტი, რაც უზარ­მაზარი რიცხვია, მით უმეტეს ამ ეპოქისათვის, ამიტომ არსენს სავსებით სწორი ინფორმაცია აქვს, როდესაც ფრანგებს „ურიცხვს” და „დიდ ნათესავს” უწოდებს.
ამგვარად, ქართველისთვის ვიკინგები კაცნი მძლენი და მრავლის შემძლენი არიან, ურიცხვნი და დიდნი ნათესავნი ფრანგნი პრანჭიები, ზანგები კი ინფანტილურები, ბავშვურები.
ცალკე უნდა შევეხოთ ბერძნებს, თუ ფრანგები მხოლოდ პრანჭიობაში იყვენენ ბრალდებული, მაგრამ ომში კი ნაქები, ბერძნებს ქართველები პირდაპირ ფემინურ, დადედლებულ კაცებად მიიჩნევდნენ, ნიკოლაოზ კათალიკოსი მე-12 საუკუნეში მათზე წერდა, რომ ბერძნებს დედალი და ლბილი ბუნება აქვთ, ამასვე იმეორებს მისი თანამედროვე უილიამ ტირელი (Effeminatus, Moles), სამაგიეროდ, საზღვაო ბრძოლებში ბერძენთა ძლიერებას ქართველები კარგად ხედავდნენ, იხ. ჯუანშერთან ბერძენთა ,,სიმარჯუე ზღუათა შინა ნავებისაი".
აქვე აუცილებლად უნდა ვახსენოთ ჩვენი ეკლესიის ყველაზე დიდი მასწავლებლის -გიორგი მთაწმინდელის შეხედულება, რომ დასავლეთ ევროპელებმა მოციქულთა რწმენა ყველაზე უმწიკვლოდ შეინახეს, ამ თვალსაზრისს იზიარებენ სხვა ქართველი მოძღვრებიც, ათონის მთაზე ქართველი და იტალიელი ბერები ღამეებს ათევენ საუბარსა და კულტურულ ურთიერთგაცვლაში, ქართველებს სურთ სულიერი თანამშრომლობა ევროპასთან, აღიარება ევროპისგან, ამ სულისკვეთებითაა ნაწერი შემდეგი დიდებული ტექსტიც:
,,ბრწყინვალედ დღესასწაულობს ჰრომი, ევროპი და ყოველი სოფელი დასავლისაჲ ქადაგებს ღუაწლთა შენთა სანატრელო ილარიონ და იშუებენ საჴსენებელსა შენსა ღირსო"
ილარიონ ქართველისადმი მიძღვნილი ძველქართული საგალობელი
Greatly celebrated Rome, Europe and the whole West preaches on your merits Blessed Hilarion and rejoices in your commemoration day, worty
Old Georgian hymn of St. Hilarion Georgian
ლაშა-გიორგის სიტყვა დარბაზს:
,,მამაცი ფრანგები სამყაროს ბოლოდან მოდიან, რათა უფლის საფლავისთვის იომონ, ჩვენ კი, ვისთვისაც ეს უფრო იოლია, არ ვაკეთებთ ამას".
ვინსენტ დე ბოვე
ფრანგული წყაროები რომ არ ტყუიან, ჩანს ზაით ად დინის ცნობიდან:
რუმის სულთან ქაიხუსრევის სამხედრო სამსახურში მყოფი ფარადავლა თორელი, შალვა ახალციხელის ვაჟი,
თურქ სარდლებზე სულთანს მიუთითებდა: ,,ესენი ლაჩრები არიან, მიბოძე ქართველები და ფრანგები და მე შევებმები მონღოლებს"
,,ქართველები მეუბნებოდნენ, რომ ფრანგების ეშინიათ მთელ ცისქვეშეთში, მათ შორის მონღოლებსაც"
სიმონ დე სან კვენტინი
,,ქართველებში არსებობს სიმღერა, რომელიც ფრანგი რაინდების დიდებაზე მღერის"
ბიუსბეკი
,,ქართველმა მღვდლებმა მითხრეს, რომ მათ ქვეყანაში არსებობდა წინასწარმეტყველება, რომ ფრანგები უნდა მოსულიყვნენ მათი ქვეყნის სახსნელად, მათ წინაპრებს ეს წინასწარმეტყველება გაულექსავთ. ქართველმა მღვდლებმა რამოდენიმეჯერ იგალობეს ის ჩემთან."
პავლე მარია ფაიანცელი
იოანე ბატონიშვილი კი ამერიკაზე წერს:

,,მცხოვრებნი ამერიკასა შინა განიყოფებიან ხუთგვარად - ესე იგი თვით ბუნებითვე ამერიკელნი (ანუ ინდიელები, ბ. ჭ.), შობილნი მუნვე, ევროპიელნი, კროილნი შობილნი ევროპელთა და ამერიკელთა შეუღლებით, ნეღრ მოსრულნი აფრიკით, მულატნი - შობილნი თეთრის სახის ადამიანთაგან".

მიყევიტ ბმულს - ბექა ჭიჭინაძე

თბილისი
2025 წელს მთაწმინდის რაიონში განხორციელებული ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების ბიუჯეტმა 24 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე მიმდინარე წელს მთაწმინდის რაიონში განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების შესახებ ანგარიშის წარდგენას დაესწრო.

საკრებულოს ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ მთაწმინდის რაიონში 2025 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების ღირებულებამ 24 054 468 ლარი შეადგინა.

„2025 წელს მთაწმინდის რაიონში განხორციელდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები, რომელთა საერთო ბიუჯეტმა 24 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. გზების რეაბილიტაცია, გამწვანება, სკვერებისა და სპორტული მოედნების განახლება, საცხოვრებელი სახლების გამაგრება - ეს ის კონკრეტული შედეგებია, რომლებიც პირდაპირ აისახება მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მნიშვნელოვანია, რომ უკვე წარმოდგენილია 2026 წლის გეგმებიც, რაც კიდევ უფრო მასშტაბური პროექტების განხორციელების შესაძლებლობას გვაძლევს. მადლობა მთაწმინდის რაიონის გამგებელს, დავით კირკიტაძეს, გამგეობის გუნდს და ყველა იმ უწყებას, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართული“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

პრეზენტაციაზე მთაწმინდის გამგებელმა დავით კირკიტაძემ საზოგადოებას 2025 წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო.

ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წელს მთაწმინდის რაიონში კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტირდა ჯამში 23 730 კვ.მ ფართობის გზის საფარი, აქედან შემოერთებულ ტერიტორიებზე შეკეთდა კაპიტალურად 10 ქუჩა. აშენდა გრუნტის დამჭერი 4 კედელი. კეთილმოწყობის სამუშაოები ჩატარდა 143 მისამართზე, გამწვანებისა და მცენარეთა მოვლა-პატრონობის სამუშაოები - 403 მისამართზე, 48 მისამართზე სკვერებსა და სპორტულ მოედნებს ჩაუტარდა აღდგენითი სამუშაოები. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, 2025 წლის განმავლობაში განხორციელდა 129 პროექტი, მათ შორის კაპიტალურად გამაგრდა 3 ავარიული საცხოვრებელი სახლი. 35 მისამართზე სახლის სახურავი, ხოლო წყალარინების ქსელი 20 მისამართზე შეიცვალა. მოსახლეობის ჩართულობით გაიმართა სხვადასხვა სახის 8 კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიება.

ანგარიშის წარდგენას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე, მთაწმინდის რაიონის მოსახლეობა და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

პრეზენტაციაზე 2026 წლისთვის დაგეგმილ მნიშვნელოვან, მასშტაბურ პროექტებზეც ისაუბრეს, რომელთა განხორციელება შემდეგ წელს გაზრდილი ბიუჯეტით იქნება შესაძლებელი.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის