USD 2.7334
EUR 3.0969
RUB 3.4746
Tbilisi
ევროპაში პირველად აჟღერდა კომპოზიტორ ვახტანგ კახიძის „რეკვიემი“ და საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა
Date:  2031
ფესტივალზე „ევროპალია-საქართველო“ ევროპაში პირველად აჟღერდა კომპოზიტორ ვახტანგ კახიძის „რეკვიემი“ და საზოგადოების
დიდი მოწონება დაიმსახურა
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ბელგიასა და მის მეზობელ ქვეყნებში წარმატებით მიმდინარეობს ქართული კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალი „ევროპალია-საქართველო“. 18 ნოემბერს ბელგიის ქალაქ ანტვერპენის დედოფალ ელისაბედის სახელობის საკონცერტო დარბაზში აჟღერდა კომპოზიტორ ვახტანგ კახიძის „რეკვიემი“. აღსანიშნავია, რომ „რეკვიემი“ ევროპაში პირველად შესრულდა.
კონცერტში მონაწილეობდნენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა. კონცერტს მაესტრო ვახტანგ კახიძე დირიჟორობდა. კონცერტმა მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა და წარმატებით ჩაიარა.
„რეკვიემი“, რომელიც კომპოზიტორმა მშობლებს მიუძღვნა, სოლისტი ბიჭუნას, ქალთა კვარტეტის, ვაჟთა სექსტეტის, სიმფონიური ორკესტრისა და შერეული გუნდისთვის არის დაწერილი. ნაწარმოების პრემიერა საქართველოში 2021 წელს გაიმართა.
შეგახსენებთ: საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, „ევროპალია-საქართველოს“ ეგიდით, მიმდინარე წლის 4 ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიებები იმართება.
ევროპელ საზოგადოებას ოთხი თვის განმავლობაში შეუძლია ნახოს ეროვნული საგანძურის ორი მასშტაბური და ისტორიული მნიშვნელობის გამოფენა - „ავანგარდი საქართველოში - 1900-1936“ (ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების ცენტრ „ბოზარში“) და „საქართველო - შეხვედრების ადგილი“ (ბრიუსელის ისტორიისა და ხელოვნების სამეფო მუზეუმში).
2023 წლის „ევროპალია-საქართველოს“ საფესტივალო პროგრამა იხილეთ ბმულზე:
კონცერტის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://europalia.eu/…/tbilisi-symphony-orchestra-performs…
tbilisi
გლდანის რაიონშის მესამე მიკრორაიონის N3ა – 3ბ კორპუსებთან, დაახლოებით 1 500 კვ.მ ფართობზე, სკვერის მოწყობა დაასრულდა
გლდანის რაიონის გამგეობამ მესამე მიკრორაიონის N3ა – 3ბ კორპუსებთან, დაახლოებით 1 500 კვ.მ ფართობზე, სკვერის მოწყობა დაასრულა.
 
პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე არსებული უკანონო ავტოფარეხების, შენობა-ნაგებობისა და ძველი კონსტრუქციების დემონტაჟი განხორციელდა, მათ ნაცვლად კი მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცე მოეწყო.
 
მოსახლეობისთვის გაკეთდა მოსასვენებელი პავილიონი, ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, ასევე დაიდგა ღია სივრცის მაგიდის ჩოგბურთი. დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, კერძოდ, დაიგო ბალახი და დაირგო ხე-მცენარეები. სკვერში განთავსდა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურაც.
აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 368 704 ლარი დაიხარჯა.
 
ამასთან, მომავალ წელს დაგეგმილია მეორე ეტაპის განხორციელება, რომლის ფარგლებში, მე-3ბ კორპუსის მიმდებარედ უკანონო შემოღობვები მოიხსნება და 4000 კვ.მეტრამდე სივრცე სრულად მოწესრიგდება.
 
დასრულებულ პროექტს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way