USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
თბილისი
ევროპაში კოვიდსაწინააღმდეგო შეზღუდვების გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
თარიღი:  711

ნიდერლანდებში ახალი შეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა ავსტრიის, ხორვატიის და იტალიის ქუჩებში გამკაცრებული წესების გასაპროტესტებლად. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კონტინენტზე კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო შეშფოთება გამოხატა.

ჯანმო-ს ევროპის რეგიონული დირექტორის დოქტორ ჰანს კლუგეს განცხადებით, თუ მთელ ევროპაში ზომები არ გამკაცრდება, მომდევნო გაზაფხულზე შესაძლოა კიდევ ნახევარი მილიონი ადამიანი გარდაიცვალოს.

,, Covid-19 კვლავ გახდა სიკვდილიანობის ნომერ პირველი მიზეზი ჩვენს რეგიონში ”, - აღნიშნა ჰანს კლუგემ და დასძინა, რომ ვირუსთან საბრძოლველად ვაქცინა, ნიღბების ტარების წესების დაცვა და ,,Covid საშვები“ უნდა იყოს გამოყენებული.

გამოცემის ცნობით, არაერთ ქვეყანაში მზარდი ინფიცირების დაძლევის მიზნით ახალ შეზღუდვები აამოქმედეს. რუსეთში ბოლო რამდენიმე დღეა სიკვდილიანობის რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება, ინფიცირებულთა რაოდენობამ იმატა ავსტრიასა და გერმანიაშიც.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის