USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Tbilisi
ევროპარლამენტის შენობაში უსახლკარო და ძალადობის მსხვერპლი ქალები შეიფარეს
Date:  742

ევროპარლამენტის შენობაში უსახლკარო და ძალადობის მსხვერპლი ქალები შეიფარეს. იქ საძინებლებია მოწყობილი და 100 უსახლკარო ქალი ცხოვრობს. ამის შესახებ BBC წერს.

ქალთა უმეტესობა ოჯახური ძალადობის მსხვერპლია. კორონავირუსით გამოწვეულმა შეზღუდვებმა კი მათი სახლის პირობებში ყოფნა გაუსაძლისი გახადა. ოფიციალური წყაროებიც ადასტურებენ, რომ იზოლირებულ ოჯახებში ძალადობის შემთხვევებმა იმატა.

ევროპარლამენტის შენობაში, თითო ოთახში ერთი ან ორი ქალი ცხოვრობს. ისინი უზრუნველყოფილნი არიან როგორც საკვებით, ისე - სამედიცინო მომსახურებით.

ბრიუსელში პანდემიის შემდეგ ძალადობის მსხვერპლთა და უსახლკაროთა თავშესაფრები დაიხურა, ვინაიდან მსგავსი თავშეყრის ადგილები ვირუსის გავრცელების საფრთხეს ზრდიდა.

უსახლკაროებისთვის შენობის დათმობის ინიციატივით ევროპარლამენტი აპრილის დასაწყისში გამოვიდა.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way