USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
ევროპარლამენტი განიხილავს რეზოლუციის პროექტს, რომელშიც მოთხოვნილია ბიძინა ივანიშვილისა და კანონპროექტის მხარდამჭერი დეპუტატების სანქცირება
 2427

ევროპარლამენტი “ქართული ოცნების” წევრებისა და ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების მოთხოვნაზე რეზოლუციის პროექტს განიხილავს, კენჭისყრას კი 25 აპრილს გამართავს. შესაბამისი რეზოლუციის პროექტი სახელწოდებით - "საქართველოში უცხოური აგენტების კანონპროექტის ხელახლა წარდგენის მცდელობებსა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაზე" ევროპარლამენტის ვებგვერდზეა ატვირთული.

დღეს, 23 აპრილს იგეგმება რეზოლუციის პროექტის განხილვა, რომელშიც ევროპარლამენტარებთან ერთად მონაწილეობას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი მიიღებს. 25 აპრილს კი რეზოლუციას კენჭს უყრიან.

რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა სანქციები უნდა შემოიღოს საქართველოს პარლამენტის ყველა წევრის წინააღმდეგ, ვინც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს მიღებას მისცა ხმა.

ასევე, რეზოლუციის დამტკიცების შემთხვევაში, ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოსადმი თავის მოწოდებას გაიმეორებს, რომ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, წინააღმდეგ სანქციები იქნას შემოღებული.

ევროპარლამენტი, ასევე, ევროკომისიას მიმართავს, რომ საქართველოსთვის მთელი ფინანსური დახმარება დამოკიდებული გახდეს იმაზე, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი იქნება გაწეული .

რეზოლუციის კანონპროექტში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის ხელახლა წარდგენა საქართველოს ოფიციალური პირების მიერ 2023 წელს გაკეთებულ საჯარო კომენტარებს ეწინააღმდეგება, შესაბამისად, საქართველოს რეპუტაცია დაზიანებულია და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ძირი აქვს გამოთხრილი, ვინაიდან, “უცხოური გავლენების” კანონპროექტი საქართველოს იმავე გზაზე აყენებს, რომელზეც რუსეთის ფედერაცია და მსგავსი ქვეყნები არიან.

რეზოლუციის პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი “უცხოური გავლენის” კანონმდებლობა რუსეთში 2012 წელს მიღებულ კანონის მიხედვითაა მოდელირებული, ხოლო მსგავსი კანონპროექტები ცოტა ხნის წინ მიღებული იქნა ყირგიზეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთში.

რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ მსგავსი რუსული სტილი “უცხოური გავლენის აგენტების” კანონპროექტი მნიშვნელოვნად დააზიანებს საქართველოს პროევროპულ გზას და კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყვებისადმი მიმავალი ნებისმიერი გადაწყვეტილება პერმანენტულად უნდა შეჩერდეს.

რეზოლუციის ავტორები არიან ევროპარლამენტარები: მირიამ ლექსმანი, მაიკლ გალერი, რასა იუკნევიჩიენე, დავიდ მაკალისტერი, ანდრიუს კუბილიუსი, ისაბელ ვაისლერ-ლიმა, ტრაიან ბასესკუ, ვლადიმირ ბილჩიკი, ანჯეი ჰალიცკი, სანდრა კალნიეტე, ლეოპოლდო ლოპეზ გილი, ანტონიო ლოპეზ-ისტურიზ ვაითი, მიქაელა შოიდროვა და ეუჯენ ტომაკი.

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way