USD 2.7075
EUR 3.1402
RUB 3.3462
Tbilisi
ევროპარლამენტი დღეს საქართველოს საკითხზე რეზოლუციას კენჭს უყრის
Date:  478

ევროპარლამენტი დღეს საქართველოს საკითხზე რეზოლუციას კენჭს უყრის.

რეზოლუციაში, სავარაუდოდ შესული იქნება მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადახედვის, ბიძინა ივანიშვილის, მაღალჩინოსნების, მედიამფლობელებისა და მოსამართლეების დასანქცირების საკითხები.

სტრასბურგში იმყოფებიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები - ნიკა გვარამია და ზურა გირჩი ჯაფარიძე. ისინი ევროპარლამენტში სიტყვით უკვე გამოვიდნენ. საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული მორიგი მოღალატეობრივი ნაბიჯები - ასე შეაფასეს მმართველ გუნდში რადიკალების ვიზიტი ბრიუსელში.

World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way