USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Tbilisi
ევროპარლამენტარები ბელარუსში ხელახალი არჩევნების ჩატარებას უჭერენ მხარს და ლუკაშენკოს ევროკავშირში პერსონა ნონ გრატად მიიჩნევენ
Date:  1055

ევროპარლამენტარები მკაცრად გმობენ ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას და მხარს უჭერენ ხელახალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, - ამის შესახებ ნათქვამია „ევროპის სახალხო პარტიის“, „სოციალისტებისა და დემოკრატების“, „განაახლე ევროპის“, „მწვანეებისა“ და „ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების“ პრეზიდენტების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

„9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნები არც თავისუფალი ყოფილა და არც სამართლიანი. სანდო ინფორმაცია სვეტლანა ტიხანოვსკაიას გამარჯვებაზე მიუთითებს. ამიტომაც, ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის არჩეულ პრეზიდენტად არ ვაღიარებთ და მას ევროკავშირში პერსონა ნონ გრატად მივიჩნევთ. ვუერთდებით ბელარუსი ხალხის მოთხოვნას ახალი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების თაობაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ევროპარლამენტარები ასევე ხაზს უსვამენ, რომ ისინი მიესალმებიან ბელარუსი ხალხის გამბედაობას და მტკიცედ უჭერს მხარს მათ სურვილს დემოკრატიულ ცვლილებებსა და თავისუფლებასთან დაკავშირებით.

„მკაცრად ვგმობთ მშვიდობიანი მომიტინგეების დაპატიმრებას და მათ წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას და ამ დანაშაულებების დაუყოვნებლივ გამოძიებისკენ მოვუწოდებთ. ამ კუთხით გვსურს, ალექსანდრე ლუკაშენკოს თავისი პასუხისმგებლობა შევახსენოთ. ჩვენ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ მოხდეს იმ პირების გათავისუფლებას, რომლებიც თვითნებურად არიან დაკავებული და ასევე იმ პოლიტპატიმრების, რომლებიც საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე და მის განმავლობაში დააპატიმრეს,“- აღნიშნულია განცხადებაში.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way