USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
ევროკომისიის პრეზიდენტი - საუკუნის კრიზისი გვაქვს - მესამე ტალღის ფორმირება ხდება და ვაქცინაციის ტემპები უნდა დავაჩქაროთ
Date:  728

ევროკავშირი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დიდ ბრიტანეთში ექსპორტის შესაძლო აკრძალვაზე საუბრობს, თუკი საპასუხო დამოკიდებულებას ვერ მიიღებს.

შესაბამისი განცხადებები ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა პრესკონფერენციაზე გააკეთა. მან იმედგაცრუება გამოხატა, რომ დიდი ბრიტანეთიდან AstraZeneca-ს ვაქცინის მიღება ვერ ხერხდება, მაშინ როცა ევროკავშირის ქარხნებიდან ბრიტანეთში 10 მილიონი დოზა გაიგზავნა. მან არსებულ სიტუაციას საუკუნის კრიზისი უწოდა.

„ყველა ვარიანტი განიხილება. ჩვენ საუკუნის კრიზისი გვაქვს და მე ახლა ვერაფერს გამოვრიცხავ, რადგან უნდა დავრწმუნდეთ, რომ ევროპელები ვაქცინაციას შეძლებენ რაც შეიძლება მალე. ადამიანის სიცოცხლე, სამოქალაქო თავისუფლებები და ასევე ჩვენი ეკონომიკის კეთილდღეობა დამოკიდებულია ამაზე - ვაქცინაციის სისწრაფეზე, წინსვლაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ მესამე ტალღის ფორმირება ხდება წევრ ქვეყნებში და ვიცით, რომ ვაქცინაციის ტემპები უნდა დავაჩქაროთ“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way