USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
თბილისი
ევროკომისია უახლოეს დღეებში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტს წარადგენს
თარიღი:  1665

ევროკომისია უახლოეს დღეებში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტს წარადგენს. Sky News-ის ინფორმაციით, რომელიც დიპლომატურ წყაროებს ეყრდნობა, ახალი პაკეტი შესაძლოა პარასკევს წარადგინონ.

მოსალოდნელია, რომ ახალი სანქციები ამჯერად შუა აზიის ორი ქვეყნის ბანკებს შეეხება. ეს ნაბიჯი ევროკავშირის ძალისხმევას წარმოადგენს, შეზღუდოს რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლით ფინანსური ოპერაციების განხორციელება.

წინა, მე-18 სანქციების პაკეტში შეზღუდვები დაუწესდა ორ ჩინურ ბანკს, ასევე ინდოეთის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, Nayara-ს.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის