ევროკომისია უახლოეს დღეებში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტს წარადგენს. Sky News-ის ინფორმაციით, რომელიც დიპლომატურ წყაროებს ეყრდნობა, ახალი პაკეტი შესაძლოა პარასკევს წარადგინონ.
მოსალოდნელია, რომ ახალი სანქციები ამჯერად შუა აზიის ორი ქვეყნის ბანკებს შეეხება. ეს ნაბიჯი ევროკავშირის ძალისხმევას წარმოადგენს, შეზღუდოს რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლით ფინანსური ოპერაციების განხორციელება.
წინა, მე-18 სანქციების პაკეტში შეზღუდვები დაუწესდა ორ ჩინურ ბანკს, ასევე ინდოეთის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, Nayara-ს.