USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
Тбилиси
ევროკომისია წინადადებას მოამზადებს ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე
дата:  898

რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსის რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიას ოფიციალური წინადადების მომზადება დაევალა ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების შესახებ.

"საგარეო საქმეთა მინისტრების დებატები დასრულდა. როგორც მოსალოდნელი იყო სანქციები სლოვაკეთმა და უნგრეთმა დაბლოკა. ამის მიუხედავად ევროკომისია, სავარაუდოდ ამ კვირაში, მაინც მოამზადებს წინადადებას ქართველ დიპლომატებისთვის უვიზოს შეჩერებაზე. ამისთვის საჭირო კვალიფიციური უმრავლესობა არსებობს", - წერს იოზვიაკი X-ზე.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა დღეს, 16 დეკემბერს, თქვა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის დღევანდელ საბჭოზე 2 საკითხი განიხილება. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ პერსონალურ სანქციებზე (“ქართული ოცნების” წარმომადგენლების) და უვიზო რეჟიმის შეზღუდვის საკითხზე.

мир
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати