USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Тбилиси
ევროკომისია დღეს ტურისტული ბიზნესის კოორდინირებული გახსნის სტრატეგიას წარადგენს
дата:  1151

დღეს ევროკომისია ყოვლისმომცველ სტრატეგიას წარადგენს, რომელიც ევროკავშირში ტურისტული ბიზნესის კოორდინირებულ გახსნაზეა მიმართული. აღნიშნული სტრატეგიის დეტალებს გამოცემა Euractiv-ი ავრცელებს.

სტრატეგიის ფარგლებში ევროკომისია საზღვრების გახსნის სამეტაპიან მიდგომას წარადგენს, რომელიც ევროკავშირის იმ წევრ სახელმწიფოებს აერთიანებს, რომლებსაც რისკების ანალოგიური მახასიათებლები აქვთ.

ევროპის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი იმ რეგიონების სიას შეადგენს, სადაც ვირუსის გავრცელების დონე დაბალია.

ევროკომისიაში აღნიშნავენ, რომ პანდემიის გამო მსოფლიო ტურისტული ინდუსტრია დაახლოებით 400 მილიარდ ევროს დაკარგავს. ევროკომისიის სტრატეგიაში ასევე ნახსენებია მზადყოფნის გეგმა, რაც ვირუსის მეორე ტალღის შემსუბუქებას ხელს შეუწყობს.

აქამდე ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარმა, პაოლო ჯენტილონიმ განაცხადა, რომ უსაფრთხოებისა და შეზღუდვების დაცვის გათვალისწინებით ევროკავშირში ტურისტული სეზონი, შესაძლოა, შედგეს.

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати