ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ნატა საბანაძემ თანამდებობა დატოვა. მან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, რაც საგარეო სამეთა მინისტრმა დაადასტურა.
ამის შესახებ ინფორმაცია ნატა საბანაძემ თავად გაავრცელა.
"სულ რაღაც რამდენიმე თვეში, 8 წელი შესრულდება რაც მე საქართველოს წარმოვადგენ ბრიუსელში და ვხელმძღვანელობ ჩვენს მისიას ევროკავშირში. ეს იყო ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობა. ეს იყო მისია სავსე წარმატებებით, ისევე როგორც გამოწვევებით - პროფესიული თუ მორალური. დღეს მოვიდა დრო რომ მე ეს ფურცელი გადავშალო. მივიღე გადაწყვეტილება დამეწერა განცხადება გადადგომის თაობაზე, რომელიც მინისტრმა დააკმაყოფილა.