USD 2.6936
EUR 3.1394
RUB 3.3040
Tbilisi
ევროკავშირში ძალიან საინტერესო საკანონმდებლო ცვლილებების გატარება იგეგმება - გიორგი კობერიძე
Date:  490

ევროკავშირში ძალიან საინტერესო საკანონმდებლო ცვლილებების გატარების მცდელობის პროცესს ვადევნებთ თვალს. ევროპარლამენტმა უკვე მოიწონა ინიციატივა ევროკავშირის ფუნქციონირების ცვლილების შესახებ და გაუგზავნა ის ევროკომისიას. მოცემულ რეალობაში, ევროკავშირის ყველაზე ძლიერი ორგანო მაინც ევროპული საბჭოა, რომელიც წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლების (მინისტრების) მხრიდან შედგება. ახალი ინიციატივის მიხედვით იქმნება მცდელობა ძალაუფლების კიდევ უფრო დაბალანსების შესახებ. ქვეყნები აღნიშნული ინიციატივის მიხედვით იცვლება რამდენიმე ფუნდამენტური საკითხი:

1. ევროპული საბჭო ევროკავშირის მთავარი საკანონმდებლო ორგანოა. იქ სახელმწიფოებს ვეტოს უფლება აქვთ. აღნიშნული ინიციატივით ევროპულ საბჭოში სახელმწიფოები კარგავენ აბსოლუტური ვეტოს უფლებას. ახლა თუკი ერთ სახელმწიფოს წარმომადგენელს (მინისტრს) შეუძლია დაბლოკოს ნებისმიერი წინადადება, აღნიშნული ინიციატივის გასვლის შემთხვევაში ეს ერთი სახელმწიფოს მხრიდან შეუძლებელი გახდება. ამის ნაცვლად გადაწყვეტილების მიღება 55%-ნი კვალიფიციური უმრავლესობით იქნება შესაძლებელი. ამით ცალკეული ქვეყნების ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა შემცირდება.
2. ამ ინიციატივით ევროპარლამენტს ეზრდება უფლებები. ახლა ევროპარლამენტი მხოლოდ კენჭს უყრის კანონებსა და ბიუჯეტს, მაგრამ კანონის ინიცირების უფლება არ აქვს. ამასთან, ძირითადი კანონმდებელი / კანონის რატიფიკატორი, სწორედ ევროპული საბჭოა. კანონის ინიციატორი კი ევროკომისია. თუკი მოცემული წინადადება გავიდა, ევროპარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება ექნება. ერთგვარად გამოვა, რომ ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანო ფუნქციურად ორპალატიან სისტემას დაემსგავსება, რომელშიც პირდაპირ არჩეული ევროპარლამენტი და წევრი ქვეყნების მინისტრებისაგან შემდგარი ევროპული საბჭო თითქმის თანაბარი ძალის მქონე გახდებიან.
3. ევროკომისია ევროკავშირის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ინიციატორია. მას ევროკომისიის პრეზიდენტი მართავს. თუკი ცვლილებების შესახებ წინადადება გავა მაშინ მისი მუშაობა მცირედით შეიცვლება - თუკი ერთ ქვეყანას ერთი კომისარი ჰყავდა აქამდე, ამის შემდეგ მთელი ევროკომისია სულ 15 წარმომადგენლისაგან იქნება შემდგარი, რომელსაც ევროკავშირის პრეზიდენტის სახელით ეყოლება თავმჯდომარე. ეს 15 წარმომადგენელი გეოგრაფიულად დაბალანსებულად იქნება წარმოდგენილი და კარგად განსაზღვრული ფუნქციები ექნება.

რეალურად ამ ცვლილებებში ყველაზე მნიშვნელოვანი ვეტოს საკითხია. სწორედ ამიტომაა, რომ საკმაოდ რთული იქნება აღნიშნული წინადადების გატანა. მიუხედავად ინიციატივის მოწონებისა, მისი დამტკიცება ევროპულმა საბჭომ უნდა განახორციელოს, მაგრამ საბოლოო ცვლილებები მაინც ყველა წევრი სახელმწიფოს მხრიდან უნდა განხორციელდეს. შესაბამისად, გრძელი გზაა გასავლელი ამისათვის, მაგრამ პოლიტიკური პროცესის დაწყება ნამდვილად საინტერესო. მით უფრო რომ აღნიშნულ ინიციატივას საფრანგეთი და გერმანი უჭერს მხარს. თუკი ეს წინადადება ახლა არ გავიდა და იგივე ერთმა რომელიმე სახელმწიფომ დაბლოკა მას აუცილებლად მაინც დაუბრუნდებიან წევრი ქვეყნები, რადგან ბერლინში ძალიან აწუხებთ ისეთი წევრი ქვეყნების ვეტოს უფლება, რომლებიც ევროკავშირის საერთო კურსს მიზანმიმართულად უქმნიან ხოლმე საფრთხეს.

მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე

tbilisi
აწყურის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში ფართომასშტაბიანი გამწვანების სამუშაოები განახორციელდა
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, აწყურის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში ფართომასშტაბიანი გამწვანების სამუშაოები განახორციელა.
 დაახლოებით 2 000 კვ.მ ფართობზე, 55-მდე თარგი გამწვანდა, სადაც:
  •  მოეწყო სარწყავი სისტემა
  •  შევიდა 850 კუბური მეტრი ნოყიერი მიწის ნაზავი და 17 კუბური მეტრი მულჩი
  •  დაირგო 2 213 ძირი სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი
  •  800 კვ.მ ფართობზე დაიგო ბალახი
 გამწვანების სამუშაოები მიზნად ისახავს ქუჩის ვიზუალური და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way