USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Tbilisi
ევროკავშირმა უკრაინის დაფინანსებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენებაზე ვერ შეთანხმდა
Date:  1835

ევროპელმა ლიდერებმა ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტზე, 15-საათიანი დისკუსიების შემდეგ, ვერ მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც უკრაინისთვის მილიარდობით ევროს ფინანსური დახმარების უზრუნველსაყოფად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას ითვალისწინებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ამის შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა განიხილეს საკითხის ერთობლივი სესხების საფუძველზე გადაწყვეტა, რომელიც უკრაინისთვის ორი წლის განმავლობაში 90 მილიარდი ევროს გაგზავნას ითვალისწინებს.

გამოცემა წერს, რომ გეგმა არ მოიცავს უნგრეთს, სლოვაკეთს და ჩეხეთს. გერმანია კი, რომელიც დიდი ხანია ეწინააღმდეგებოდა ამ ტიპის დაფინანსებას, ამ გეგმას დაეთანხმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება უკრაინისთვის 2026-27 წლებში 90 მილიარდი ევროს დაფინანსების გამოყოფის შესახებ.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way