USD 2.6922
EUR 3.1606
RUB 3.4826
თბილისი
ევროკავშირმა საქართველო იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომლის მოქალაქეებსაც საზღვრების გახსნის შემდეგ, ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა შეეძლებათ
თარიღი:  628

„ევრონიუსის“ თანახმად, საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა, რომელთა მოქალაქეებს გარე საზღვრების გახსნის შემდეგ, ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა შეეძლებათ.

როგორც „ევრონიუსი“ წერს, ბრიუსელში მაღალჩინოსნები დახურულ კარს მიღმა განიხილავდნენ საკითხს, თუ რომელი ქვეყნების მოქალაქეებს შეეძლებათ პირველი ივლისიდან ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა და რომლებს კვლავ აეკრძალებათ, მას შემდეგ, რაც ევრობლოკი გარე საზღვრებს გახსნის.

გამოცემის ინფორმაციით, ჩამონათვალმა უკვე გამოიწვია დაპირისპირება, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ კორონავირუსით განსაკუთრებით დაზარალებული აშშ მასში არ შედის. სავარაუდოდ, სიის მიღმა რჩებიან რუსეთი და ბრაზილია.

ევროპელმა დიპლომატებმა „ევრონიუსს“ განუცხადეს, რომ ლიდერები დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმებამდე ვერ მივიდნენ თუ რომელ ქვეყნებს დაუბლოკავენ კვლავაც ევროკავშირის საზღვრებს და მოლაპარაკებები პარასკევს გაგრძელდება.

„ევრონიუსმა“ ევროკავშირის დიპლომატიური წყაროებიდან იმ ქვეყნების სრული ჩამონათვალი მოიპოვა, რომლებსაც ევროპის საზღვრებს გაუხსნიან. ჩამონათვალში მოხვდა საქართველოც. თუმცა მასში არ არიან აშშ, ბრაზილია, ყატარი და რუსეთი.

ეს სია ასე გამოიყურება იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა წარმომადგენლებს ევროპაში შესვლა შეეძლებათ: ვატიკანი, მონაკო, მონტენეგრო, ანდორა, სერბეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, უკრაინა, ალბანეთი, თურქეთი, კოსოვო, ჩრდილოეთ კორეა, თურქმენეთი, ვიეტნამი, ჩინეთი, ტაილანდი, მიანმარი, მონღოლეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, საქართველო, ბჰუტანი, ლიბანი, ინდონეზია, უზბეკეთი, ინდოეთი, ტაჯიკეთი, ყაზახეთი, პალაუ, ახალი ზელანდია, ავსტრალია, დომინიკა, ბაჰამის კუნძულები, სენტ-ლუსია, ურუგვაი, იამაიკა, კუბა, გაიანა, პარაგვაი, ვენესუელა, ნიკარაგუა, კოსტა - რიკა, კანადა, ანგოლა, ტუნისი, ნამიბია, უგანდა, მოზამბიკი, მავრიკი, ზამბია, რუანდა, ეთიოპია, მაროკო, ალჟირი და ეგვიპტე.

თბილისი
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის