USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Тбилиси
ევროკავშირმა საქართველო ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო
дата:  417

კანადა, ტუნისი და საქართველო იმ ქვეყნების სიიდან ამოიღეს, საიდანაც მოგზაურებს ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილება შეეძლოთ. ამის მიზეზი ამ ქვეყნებში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა. ამის შესახებ „ფრანს-პრესი“ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

სააგენტოს ცნობით, 27 წევრი ქვეყნის საბოლოო გადაწყვეტილება პარასკევს გახდება ცნობილი.

„კოვიდ-19-ით დაინფიცირების რაოდენობის მკვეთრი ზრდის გამო, საქართველო, კანადა და ტუნისი სიიდან ამოიღეს“, - განუცხადა სააგენტოს ევროპელმა დიპლომატმა და დასძინა, რომ სიას დაემატება სინგაპური ასევე დაინფიცირების გაზრდილი რაოდენობის გამო.

голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати