ევროკავშირმა ბელარუსს ეკონომიკური სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.
„ახალი მიზნობრივი ეკონომიკური სანქციები მოიცავს ბელარუსში ვინმესთვის პირდაპირ ან ირიბად აღჭურვილობის, ტექნოლოგიის ან პროგრამული უზრუნველყოფის გაყიდვის, მიწოდების, გადაცემის ან ექსპორტის აკრძალვას, რომელიც განკუთვნილია ძირითადად ინტერნეტისა და სატელეფონო კომუნიკაციების მონიტორინგისა და მოსმენისთვის. აღნიშნული აკრძალვა ასევე ეხება ორმაგი დანიშნულების საქონლებსა და ტექნოლოგიებს სამხედრო გამოყენებისთვის. ასევე შეზღუდულია ვაჭრობა ნავთობპროდუქტებით, კალიუმის ქლორიდით და საქონლით, რომელიც გამოიყენება თამბაქოს ნაწარმის წარმოებისთვის. გარდა ამისა, ევროკავშირის კაპიტალის ბაზრებზე შესვლა შეიზღუდა და ბელარუსის მთავრობისა და ბელარუსის საჯარო ორგანოებისა და სააგენტოებისთვის დაზღვევისა და ხელახლა დაზღვევის მიწოდება აიკრძალა. დაბოლოს, ევროპის საინვესტიციო ბანკი შეაჩერებს ნებისმიერი თანხის გადახდას საჯარო სექტორის პროექტებთან და ტექნიკურ დახმარებასთან დაკავშირებით. წევრ ქვეყნებს ასევე მოეთხოვებათ ზომები მიიღონ, რათა ბელარუსში მრავალმხრივი განვითარების ბანკებში მონაწილეობა შეზღუდონ, რომელთა წევრებიც არიან“, - ნათქვამია განცხადებაში.
21 ივნისს ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტის ფარგლებში, ევროკავშირმა სასანქციო სიაში 78 ფიზიკური პირი და 8 ორგანიზაცია შეიყვანა.
23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში რეისს ასრულებდა, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო მინსკში დაეშვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ამასთან, რეისის ერთ-ერთი მგზავრი, ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.