USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
Tbilisi
ევროკავშირის წევრი 7 ქვეყნის პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილს წერილით მიმართავს და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს
Date:  980

ევროკავშირის წევრი შვიდი ქვეყნის პარლამენტის სპიკერი საქართველოს პარლამენტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს.

წერილს, რომელსაც ლიეტუვის პარლამენტის სპიკერი, ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენი ავრცელებს, ლიეტუვის გარდა, ესტონეთის, ლატვიის, პოლონეთის, ნიდერლანდების, საფრანგეთისა და ჩეხეთის პარლამენტების სპიკერები აწერენ ხელს და მისი ადრესატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილია.

„ჩვენ მოგმართავთ, როგორც საქართველოს პარტნიორები, მეგობრები და საქართველოს ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერები. თქვენი ევროინტეგრაციის პროგრესის ყოველ ნაბიჯზე ჩვენ საქართველოსთან ერთად ვიყავით. ჩვენ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები და უზარმაზარი ძალისხმევა ვნახეთ, რომელიც გასულ წლებში თქვენ რეფორმების განსახორციელებლად გაიღეთ. თქვენ ამ გზაზე სხვა ასპირანტებს მაგალითს აძლევდით. ჩვენ მხარს ამაყად გიჭერდით და მზად ვართ ამ გზის გასაგრძელებლად ყველა საჭირო დახმარება გაგიწიოთ“, - ნათქვამია წერილში.

სპიკერები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ევროპული მისწრაფებები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ იქნა აღიარებული და ბოლო დროს საქართველოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეშფოთებას იწვევს.

„საქართველოს მიერ მიღებული ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები ჩვენთვის შეშფოთების საგანს წარმოადგენს, რადგან თქვენი ქმედებები იმ ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება, რომელზედაც ვალდებულება აიღეთ, რომ იხელმძღვანელებდით და რომლებიც თქვენი ევროპული მისწრაფებების საფუძველია. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის სულისკვეთება და შინაარსი ევროპულ ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელია. არსებული კანონი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაჩუმებას ისახავს მიზნად, რომლებიც დემოკრატიულ საზოგადოებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ და საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ეხმარებიან. ჩვენ მოგიწოდებთ, ეს კანონი გაიწვიოთ და ორგანიზებულ სამოქალაქო საზოგადოებასთან და მოქალაქეებთან შინაარსობრივ და ინკლუზიურ დიალოგში ჩაერთოთ. ასევე, ჩვენ მოგიწოდებთ, ფუნდამენტურ ღირებულებებს, ხალხის შეკრების უფლებას პატივი სცეთ და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობისა და დაშინების გამოყენება შეწყვიტოთ“, - წერენ სპიკერები.

ისინი აღნიშნავენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გადაწყვეტილება საქართველოსა და ქართველი ხალხის სუვერენული არჩევანია.

„ვიმედოვნებთ, რომ საქართველო თავის ვალდებულებებს არ გადაუხვევს, ქართველი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობის, ასევე, თავისუფლებებისა და ღირებულებების საერთო სივრცეში შეყვანისთვის. ჩვენ საქართველოს ევროპული მომავლის გვჯერა და ჩვენი მხარდაჭერის ერთგულები ვართ“, - აღნიშნულია წერილში.

World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way