ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ეჭვობს, რომ რუსეთისა და ჩინეთის სახელმწიფოს მხარდაჭერით მოქმედი მედია ევროკავშირისა და მის სამეზობლოში ცრუ ინფორმაციას და კონსპირაციულ თეორიებს ავრცელებს.
ევროკავშირის სტრატკომის დანაყოფი, რომელიც დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე მუშაობს, ანგარიშს დღეს წარადგენს.
ავტორები აცხადებენ, რომ ცრუ ინფორმაცია საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და უსაფრთხოებაზე ნეგატიურად აისახება. წინასწარ გავრცელებული ინფორმაციით დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის „ოფიციალური წყაროები და სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მედია კოორდინირებულ კამპანიას ატარებენ და ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ“.
როგორც ევროკავშირის ექსპერტები ამბობენ, დეზინფორმაციული კამპანიის მსხვერპლი „მცირე მედია ბაზრებია, როგორც ევროკავშირში, ისე მის გარეთ, სადაც ტექნოლოგიური კომპანიები ამ კამპანიის საწინააღმდეგო ზომებს არ იღებენ“. „სტრატკომის“ ცნობით, დეზინფორმაცია, რომელიც ჩინეთიდან მოდის, ქვეყნის იმიჯის გაუმჯობესებას ემსახურება.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.