USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
Тбилиси
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
дата:  187

დღეს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება, რომელზედაც საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.

“უმაღლესი წარმომადგენელი ისაუბრებს საქართველოში არსებულ ვითარებაზე და მინისტრებს მიაწვდის ინფორმაციას უახლესი მოვლენების შესახებ, მათ შორის 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარებული მუნიციპალური არჩევნებისა და დემოკრატიული უკუსვლის შესახებ“, - აღნიშნულია ევროკავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ამასთან, საბჭო განიხილავს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებულ უახლეს მოვლენებს, გაცვლის მოსაზრებებს ევროკავშირსა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონს შორის ურთიერთობებზე.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრებენ. მიმდინარე მოვლენების ფარგლებში კი მათ მიეწოდებათ ინფორმაცია საქართველოს, მოლდოვასა და სუდანის საკითხებთან დაკავშირებით.

საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა საქართველოს დროით 11:15 საათზე დაიწყება და მას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი უხელმძღვანელებს.

Тбилиси
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

более
голосование
Кстати