USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
თბილისი
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, სხვა თემებთან ერთად საქართველოს საკითხს განიხილავენ
თარიღი:  614

15 ივლისს, ევროპული საბჭოს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ბრიუსელში, სხვა თემებთან ერთად საქართველოს საკითხს განიხილავენ.

„საბჭო განიხილავს საქართველოში არსებულ ვითარებას და განიხილავს შესაძლო ზომებს ხელისუფლების მიერ მზარდი რეპრესიების საპასუხოდ“ - წერია ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სამიტის ფარგლების ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინაში მიმდინარე ომი იქნება და შეხვედრას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგაც დაესწრება.

საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე განიხილავენ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებსა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების ახალ შეთანხმებას.

საზოგადოება
დღეს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

დღეს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თორმეტი მოციქულის ხსენების დღესთან (სვეტიცხოვლობასთან) დაკავშირებით სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

ამასთან, საპატრიარქოში განმარტავენ, რომ მღვდელმთავართა ავტომობილები, ტაძრის ეზოს ნაცვლად, გალავნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. ასევე, ქალაქი მცხეთა არ დაიკეტება და შესვლა თავისუფალი იქნება.

შეგახსენებთ, 13 ივლისს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და მართლმადიდებელი მრევლი „წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას", 12 მოციქულის ხსენებას, სვეტიცხოვლობას დღესასწაულობს.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის