USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Тбилиси
ევროკავშირის ლიდერები კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის სტიმულირების პაკეტზე შეთანხმდნენ
дата:  1110

დღეს ჩვენ ისტორიული ნაბიჯი გადავდგით, რითაც შეგვიძლია ყველამ ვიამაყოთ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა, რითაც ის კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის სტიმულირების პაკეტზე ევროკავშირის ლიდერებს შორის მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა.

„დღეს ჩვენ ისტორიული ნაბიჯი გადავდგით, რითაც შეგვიძლია ყველამ ვიამაყოთ, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები კიდევ გადასადგმელია. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი : ევროპარლამენტის მხარდაჭერის მოპოვება,“ - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მან გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეთანხმების მიღწევის მიზნით გამართული მოლაპარაკებების გაძღოლისთვის მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, ოთხდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის სტიმულირების პაკეტზე შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმება ითვალისწინებს ბლოკის მიერ 750 მილიარდი ევროს გამოყოფას, რომელიც წევრ სახელმწიფოებს კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენაში დაეხმარება. გადაუდებელი დახმარების ფონდის ფარგლებში 390 მილიარდი ევრო გრანტის - 360 მილიარდი კი - დაბალპროცენტიანი სესხის სახით გაიცემა.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати