USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი - გადაწვეტილება ქართველებზეა, სურთ წინსვლა, თუ სურთ იქ გაჩერება, სადაც არიან, თუ უკანსვლა სურთ
дата:  273

ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირი ღიაა საქართველოსთვის, მაგრამ ქართველების გადასაწყვეტია როგორი მომავალი სურთ თავიანთი ქვეყნისთვის.

„საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა. ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარი განხილვა, რომელსაც წლების განმავლობაში ვაწარმოებდით, დასრულებულია და ველოდებით საქართველოს, ველოდებით საქართველოს მოსვლას და საქართველო გზაჯვარედინზეა - ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორი მომავალი სურთ თავიანთი ქვეყნისთვის. ჩვენ, ევროკავშირი ღია ვართ, გადაწვეტილება ქართველებზეა, სურთ წინსვლა, თუ სურთ იქ გაჩერება, სადაც არიან, თუ უკანსვლა სურთ. ჩვენ ღია ვართ, ჯერ კიდევ არის დრო იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველო არის მზად გახდეს ევროკავშირის წევრი“

„ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, ჩვენი ამერიკელი კოლეგები ჩამოდიოდნენ ბრიუსელში და გვეუბნებოდნენ: შეხედეთ, ვიცით, დაიწყება და ჩვენ, ევროკავშირის ინსტიტუტებში, ამის არ გვჯეროდა, მე არ მჯეროდა. რადგან ვერ წარმომედგინა, აზრადაც არ მომდიოდა, რომ 21-ე საუკუნეში, ევროპის შუაგულში, ყველაფერ იმის შემდეგ რაც ჩვენ, ევროკავშირმა საერთაშორისო საზოგადოებამ გავაკეთეთ იმისთვის, რომ გაგვედო ხიდები, მიგვეღწია ურთიერთკავშირებისთვის, რომელიც ჩვენ შევქმენით - ყველა შევცდით, მეც შევცდი - ეს მოხდა და ეს გრძელდება ერთი წელი.

ეს არ არის უკრაინის ომი, ეს არის ყველას ომი. უკრაინა ყველა ჩვენგანისთვის იბრძვის და უკრაინის გამარჯვებას ალტერნატივა არ გააჩნია. როგორი იქნება მსოფლიო, თუ უკრაინა არ გაიმარჯვებს? წარმოუდგენელია. წესების, მსოფლიო წესრიგის შენების მთელი 70 წლიანი ძალისხმევა გაქრება. ასე რომ, უკრაინის გამარჯვების გარდა სხვა გზა არ არსებობს და ყველას ინტერესშია იმის უზრუნველყოფა, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს. მაგრამ ომი არა მხოლოდ ბრძოლოს ველზე მიმდინარეობს, რაც უფრო ძლიერადაც აგებს რუსეთი ბრძოლის ველზე, მით მეტ თავდასხმას ახორციელებს რუსეთი დეზინფორმაციით, პროპაგანდით, საწამლავით, რომელსაც ადამიანის თავებში ძალით უშვებენ მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში. ფხიზლად უნდა ვიყოთ, თავი უნდა დავიცვათ. მაგრამ მინდა ასევე პოზიტიური ვიყო და იმ ტრაგედიას, რაც უკრაინაში ხდება, შევხედო, როგორც შესაძლებლობას. ევროკავშირი უფრო ძლიერია და მე ვამაყობ ევროკავშირით. ვამაყობ იმით, რომ პირველივე დღიდან მტკიცედ ვდგავართ სწორ მხარეს თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად, 141 ქვეყანასთან ერთად, საქართველოს ჩათვლით, რომლებმაც გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მხარი დაუჭირეს რეზოლუციას.... უკრაინას აქვს სრული უფლება, დაიცვას საკუთარი თავი და ჩვენს ინტერესებშია უზრუნველვყოთ, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს“, - აღნიშნა ელჩმა.

 

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати