USD 2.6191
EUR 3.0214
RUB 3.1846
Тбилиси
ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი - პარტიები ერთმანეთს უფრო შორდებიან, სიტუაცია სერიოზულია
дата:  1188

ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ცოტა ხნის წინ მედიასთან ოპოზიციასა და ხელისუფელბას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე და პოლიტიკურ კრიზისზე განცხადება გააკეთა. მისი შეფასებით, სიტუაცია სერიოზულია და ყველას მოუწოდებს ეს მომენტი შედეგის მისაღწევად გამოიყენონ. 

"ამ კვირაში მოხდა ორი მნიშვნელოვანი რამ. ერთი მხრივ, პარტიებმა შეიტანეს განაცხადები მანტადების შემცირებასთან დაკავშირებით, რაც ჩემი აზრით, იყო ნაბიჯი, რომელიც გაურთულებდა პარლამენტის წევრებს ინდივიდუალურად მიეღოთ გადაწყვეტილება. ამან ხელი შეუწყო კარის დახურვის პროცესს, რომელზეც მე ადრეც ვსაუბრობდი, ცოტა ადგილი დარჩა ფართო მოლაპარაკებისთვის.” - აღნიშნა მან.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати