ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების ყველა ელემენტი უნდა შესრულდეს - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განაცხადა.
კითხვაზე, არის თუ არა გიორგი რურუას საკითხი ამ შეთანხმების ნაწილი, ელჩმა უპასუხა, რომ მთავარი არის ურთიერთგაგების მემორანდუმის ყველა ელემენტის შესრულება.
„მსურს, ამ საკითხის მიმართ სიფრთხილე გამოვიჩინო. რაც მინდა გითხრათ ის არის, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმის ყველა ელემენტი უნდა შესრულდეს“, - განაცხადა კარლ ჰერცელმა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.