USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
ევროკავშირის ელჩი - ურთიერთგაგების მემორანდუმის ყველა ელემენტი უნდა შესრულდეს
თარიღი:  705

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების ყველა ელემენტი უნდა შესრულდეს - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

კითხვაზე, არის თუ არა გიორგი რურუას საკითხი ამ შეთანხმების ნაწილი, ელჩმა უპასუხა, რომ მთავარი არის ურთიერთგაგების მემორანდუმის ყველა ელემენტის შესრულება.

„მსურს, ამ საკითხის მიმართ სიფრთხილე გამოვიჩინო. რაც მინდა გითხრათ ის არის, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმის ყველა ელემენტი უნდა შესრულდეს“, - განაცხადა კარლ ჰერცელმა.

 

 

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის