USD 2.7300
EUR 3.1695
RUB 3.4422
თბილისი
ევროკავშირის ბიუჯეტში 75 მილიარდი ევროის დანაკლისია
თარიღი:  962

ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეები მომავალი შვიდი წლის ბიუჯეტზე შეთანხმების მიღწევას ცდილობდნენ. ბიუჯეტის დამტკიცებისას უმთავრეს პრობლემას Brexit-ის შედეგად გამოწვეული ფინანსური დანაკარგი წარმოადგენს. მომდევნო დღეების განმავლობაში 27 წევრი სახელმწიფოს ლიდერებმა უნდა მოიფიქრონ თუ როგორ შეავსებენ ორგანზიაციის ბიუჯეტში 75 მილიარდი ევროს დანაკლისი.

ამის გამო კლიმატის ცვლილების, მიგრაციის შეჩერების, უსაფრთხოების საკითხებისა და სხვა აქტუალურ პრობლემებისთვის შესაძლოა ბიუჯეტში საკმარიის სახსრები არ აღმოჩნდეს. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ წლის ბოლოსთვის გარიგება ვერ მოხდება, 2021 წლიდან ბლოკს პროექტების უმრავლესობის შეჩერება მოუწევს.

თბილისი
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის