USD 2.6453
EUR 3.0156
RUB 3.4078
თბილისი
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებითა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, შავი ზღვის პლატფორმის ყოველწლიური კონფერენცია მიმდინარეობს
თარიღი:  1101

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებითა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, შავი ზღვის პლატფორმის ყოველწლიური კონფერენცია მიმდინარეობს.

კონფერენციაზე ის გამოწვევები და შესაძლებლობები განიხილება, რაც დაკავშირებულია შუა დერეფნის სატრანსპორტო მარშრუტის ეფექტურ ფუნქციონირებასთან. ამასთან, მსჯელობენ იმ კონკრეტულ პროექტებსა და რეფორმებზე, რომელიც გაამარტივებს ევროკავშირთან ვაჭრობას შავი ზღვის გავლით და განამტკიცებს ურთიერთკავშირებს.

ღონისძიებაში მონაწილეობენ აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს ასოციაციების, კერძო სექტორისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ფოთის პორტის ოპერატორი კომპანია „APM ტერმინალს ფოთის“ კომერციული ურთიერთობის დირექტორის ზვიად ჩხარტიშვილის განცხადებით, ბიზნეს სექტორის ინტერესია, რომ ქვეყანაში სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება იყოს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სანქციების დაწესება არავისთვის არის კარგი.

„ვითარება პირდაპირ, ჯერჯერობით შეიძლება არ აისახოს, რადგან თვითონ პროცესს ინერცია ახასიათებს. ამ ინერციით ჩვენ ჯერჯერობით სტაბილურად მივდივართ და ზრდა გვაქვს. მომავალში რა იქნება, არ ვიცი. ჩვენ ყველა ველოდებით მოვლენების შემდგომ განვითარებას. რა თქმა უნდა, ყველას გვინდა, რომ სტაბილურობა იყოს. არ მგონია, სანქცია რომელიმე ევროპული ან ქართული კომპანიისთვის კარგი იყოს. შემდგომში როგორ აისახება, ამის თაობაზე პროგნოზს ვერ გავაკეთებ",-განაცხადა ჩხარტიშვილმა.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის