ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებითა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, შავი ზღვის პლატფორმის ყოველწლიური კონფერენცია მიმდინარეობს.
კონფერენციაზე ის გამოწვევები და შესაძლებლობები განიხილება, რაც დაკავშირებულია შუა დერეფნის სატრანსპორტო მარშრუტის ეფექტურ ფუნქციონირებასთან. ამასთან, მსჯელობენ იმ კონკრეტულ პროექტებსა და რეფორმებზე, რომელიც გაამარტივებს ევროკავშირთან ვაჭრობას შავი ზღვის გავლით და განამტკიცებს ურთიერთკავშირებს.
ღონისძიებაში მონაწილეობენ აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს ასოციაციების, კერძო სექტორისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ფოთის პორტის ოპერატორი კომპანია „APM ტერმინალს ფოთის“ კომერციული ურთიერთობის დირექტორის ზვიად ჩხარტიშვილის განცხადებით, ბიზნეს სექტორის ინტერესია, რომ ქვეყანაში სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება იყოს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სანქციების დაწესება არავისთვის არის კარგი.
„ვითარება პირდაპირ, ჯერჯერობით შეიძლება არ აისახოს, რადგან თვითონ პროცესს ინერცია ახასიათებს. ამ ინერციით ჩვენ ჯერჯერობით სტაბილურად მივდივართ და ზრდა გვაქვს. მომავალში რა იქნება, არ ვიცი. ჩვენ ყველა ველოდებით მოვლენების შემდგომ განვითარებას. რა თქმა უნდა, ყველას გვინდა, რომ სტაბილურობა იყოს. არ მგონია, სანქცია რომელიმე ევროპული ან ქართული კომპანიისთვის კარგი იყოს. შემდგომში როგორ აისახება, ამის თაობაზე პროგნოზს ვერ გავაკეთებ",-განაცხადა ჩხარტიშვილმა.
ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.
რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.