USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Tbilisi
ევროკავშირი „მწვანე პასპორტის“ დანერგვას 17 მარტიდან დაიწყებს
Date:  1174

ევროკავშირი ციფრული „მწვანე პასპორტის“ დანერგვას 17 მარტიდან შეუდგება, რაც ევროკავშირის მოსახლეობას ზაფხულის განმავლობაში უფრო თავისუფლად მოგზაურობის საშუალებას მისცემს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ციფრული „მწვანე პასპორტები“ იმის მტკიცებულება იქნება, რომ ადამიანმა ნამდვილად გაიკეთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა.

„ციფრული მწვანე პასპორტის შექმნის მიზანი ტურისტული ან სამსახურებრივი საქმისთვის მოქალაქეების ევროკავშირში ან საზღვარგარეთ უსაფრთხო გადაადგილებაა“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, იგი ეცდება არ მოხდეს იმ მოქალაქეების დისკრიმინაცია, რომლებსაც ვაქცინა არ მიუღიათ.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის რამდენიმე წევრი სახელმწიფო, განსაკუთრებით ისინი, რომელთა ეკონომიკაც დიდწილად ტურიზმზეა დამოკიდებული, მხარს უჭერს აცრილი მოქალაქეებისთვის მოგზაურობის აღდგენას, მათ შორის არის საბერძნეთი, კვიპროსი, ესპანეთი.

გასულ კვირას ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა ევროკავშირს „მწვანე პასპორტის“ დაუყოვნებელი დანერგვისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, თუ „მწვანე პასპორტი“ ევროკავშირის სრულ მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მაშინ ავსტრია თანამოაზრეების მოძებნას როგორც მეზობელ, ისე არამეზობელ ქვეყნებთან შეეცდება.

 
World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way