USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
ევროკავშირი კრიზისის შემდეგ საქართველოსთან სხვადასხვა მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს
дата:  670

ევროკავშირი კრიზისის შემდეგ საქართველოსთან სხვადასხვა მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საუბრისას კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი რთული, კრიზისული ვითარება განიხილეს.

სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ევროკავშირის მიერ, პანდემიასთან გამკლავების მიზნით, საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სწორედ ამაში გამოიხატება ევროპული სოლიდარობა.

შარლ მიშელი საქართველოს ხელისუფლების იმ გეგმებით დაინტერესდა, რომელიც ეკონომიკის გახსნის სტრატეგიას უკავშირდება და თავის მხრივ, ევროპის ქვეყნების სამომავლო ეკონომიკური განვითარების გეგმებზე ისაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კრიზისმა ტურიზმის სექტორი სერიოზულად დააზარალა.

„აღინიშნა, რომ გეოპოლიტიკურად საქართველო ევროპის ახლო პარტნიორია. საქართველოს პრეზიდენტმა ევროსაბჭოს პრეზიდენტს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ტექსტში.

საქართველოში კორონავირუსი 593 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 223 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.

Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати