ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა თქვა, რომ მსოფლიო მედიაზე იმ პოლიტიკური თუ ეკონომიკური ზეწოლის, ცილისწამებისა თუ საქმიანობაში ჩარევის პირობებში, ევროკავშირი თავისუფალი მედიის მოკავშირე, დამცველი და მხარდამჭერი იქნება. ამით ელჩი 3 მაისს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს გამოეხმაურა.
"დღეს, Covid-19-თან ომის" უპრეცედენტო პირობებში, ვირუსზე სწრაფად დეზინფორმაცია და ყალბი ამბები ვრცელდება, ამიტომ, წლევანდელი 3 მაისის, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღნიშვნა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. დღეს, ჟურნალისტები, პროდიუსერები, მკვლევარები, ფოტოგრაფები და მედიის სხვა პროფესიონალები ბრძოლის წინა ხაზზე არიან და გვაწვდიან ინფორმაციას იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ყველაზე მეტად ვართ დამოკიდებულნი მათ საქმიანობაზე. მჯერა, რომ ყურადღებით გააგრელებენ საქმიანობას და ჯანმრთელობას ვუსურვებ მათ. მიმდინარე წლის თემა — "ჟურნალისტიკა შიშისა და მიკერძოების გარეშე", კარგად ასახავს ჟურნალისტიკის ძირითად პრინციპებს...", — განაცხადა კარლ ჰარცელმა
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.