USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
ევროკავშირი - ქალაქ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში მომხდარი ხოცვა-ჟლეტა ევროპის მიწაზე ჩადენილი ბოროტმოქმედების სიაში ჩაიწერება
Date:  483

ევროკავშირი უმკაცრესად გმობს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილ სისასტიკეს უკრაინის რიგ ოკუპირებულ ქალაქებში, რომლებიც ახლა განთავისუფლებულია. დიდი რაოდენობით მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვისა და მსხვერპლის შემზარავი სურათები, ისევე როგორც სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, აჩვენებს რუსეთის მიერ უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ წარმოებული ბრუტალური ომის რეალურ სახეს,- ამის შესახებ ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინასა და მის ხალხს და ადასტურებს, რომ მუშაობს სანქციების ახალ პაკეტზე რუსეთის წინააღმდეგ.

ევროკავშირის განცხადებით, პრეზიდენტმა პუტინმა დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა შეწყვიტოს ეს ომი.

„ქალაქ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში მომხდარი ხოცვა-ჟლეტა ევროპის მიწაზე ჩადენილი ბოროტმოქმედების სიაში ჩაიწერება.

რუსეთის ხელისუფლება პასუხისმგებელია ამ სისასტიკეებზე, რომლებიც ჩადენილია მაშინ, როცა მათ ჰქონდათ ეფექტური კონტროლი ამ ტერიტორიაზე. ისინი ოკუპაციის საერთაშორისო კანონს ექვემდებარებიან.

ომის დანაშაულისა და სხვა სერიოზული ძალადობრივი ფაქტების ჩამდენნი, ასევე რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნები და სამხედრო ლიდერები მომხდარზე პასუხს აგებენ.

ევროკავშირი მხარს უჭერს ყველა ზომას რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად.

კერძოდ, ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო პროკურორის მიერ დაწყებულ გამოძიებას ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე, ისევე როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უმაღლესი კომისრის ადამიანის უფლებათა ოფისის საგამოძიებო კომისიის მუშაობას. ევროკავშირი ეხმარება უკრაინის გენერალურ პროკურორს და სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ორიენტირებულია ომის დანაშაულების მტკიცებულებების შეგროვებასა და შენახვაში.

ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს ამ მძიმე საათებში მთელი მსოფლიოსთვის. ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას და, სწრაფად განაგრძობს მუშაობას რუსეთის წინააღმდეგ შემდგომ სანქციებზე.

პრეზიდენტმა პუტინმა დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა შეწყვიტოს ეს ომი“,- ნათქვამია განცხადებაში.

economics
III კვარტალში უცხოეთში საქართველოს რეზიდენტების ტურისტული ვიზიტები 3%-ით 412,000-მდე გაიზარდა

საქსტატმა 2025 წლის ივლის-სექტემბერში საქართველოდან უცხოეთში ტურისტული ვიზიტების სტატისტიკა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, III კვარტალში საქართველოს რეზიდენტებმა უცხოეთში 599.7 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც წინა წელთან შედარებით 3 ათასი ვიზიტით ნაკლებია. თუმცა ანგარიშის თანახმად კლება უკავშირდება ქვეყნიდან ერთდღიანი გასვლების რაოდენობის შემცირებას (187 ათასი ვიზიტი, კლება 14 ათასი). ასეთი ვიზიტები ძირითადად სარფის საბაჟოდან თურქეთში ერთდღიანი შოპინგისთვის ხორციელდება.

საქსტატი ტურისტულ ვიზიტებს უწოდებს ისეთ გასვლებს, რომლებიც ერთ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდა. ამ ვიზიტების რაოდენობა 412,000-ს შეადგენს, რაც წლიურად 3%-ით არის გაზრდილი. მათ შორის მომატებულია საქართველოდან ევროკავშირში ვიზიტების რაოდენობაც.

ქვეყნების მიხედვით პირველ ადგილზეა თურქეთი, სადაც მესამე კვარტალში 206 ათასი ვიზიტი აღირიცხა, თუმცა ერთდღიანი ვიზიტების კლების გამო ამ ქვეყანაში გასვლები 10%-ით არის შემცირებული. მეორე ადგილზეა რუსეთი 110 ათასი ვიზიტით, რა მიმართულებითაც ვიზიტები 4%-ით არის შემცირებული. 98 ათას ვიზიტამდე გაიზარდა გასვლების რიცხვი ევროკავშირში რაც წლიურად 8%-ით არის გაზრდილი.

2025 წლის მესამე კვარტალში გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა

ქვეყანა ვიზიტების რაოდენობა 2025 წლის მესამე კვარტალში სხვაობა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან
თურქეთი 205.7 ათასი ვიზიტი; -10%
რუსეთი 109.7 ათასი ვიზიტი; -4%
ევროკავშირი 98.4 ათასი ვიზიტი; +8%
სომხეთი 87.6 ათასი ვიზიტი; +21%
სხვა ქვეყნები 87.0 ათასი ვიზიტი; -1%
აზერბაიჯანი 10.8 ათასი ვიზიტი; +5%

2025 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 699.9 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 3.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წლის III კვარტალთან შედარებით 4.1 პროცენტით გაიზარდა და 1 167.2 ლარი შეადგინა.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way