„ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ 10 მაისს უკრაინის ქალაქ ბახმუტს დატოვებს.
„ოფიციალურად მივმართავ გენერალური შტაბის უფროსს, თავდაცვის მინისტრს, უმაღლეს მთავარსარდალს და რუს ხალხს. „ვაგნერის“ მებრძოლების სახელით, „ვაგნერის“ სარდლობის სახელით ვაცხადებ, რომ 2023 წლის 10 მაისს ჩვენ ვალდებულნი ვართ ბახმუტის დასახლებაში პოზიციები თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებს გადავცეთ. გამყავს „ვაგნერის“ ქვედანაყოფები, რადგან საბრძოლო მასალის გარეშე ისინი განწირულნი არიან უაზრო სიკვდილისთვის,“- აღნიშნა მან.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.