USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
Tbilisi
«Deutshce Welle» (გერმანია): „ევროპარლამენტის არჩევნებში მემარჯვენე ცენტრისტები იმარჯვებენ - მათი დომინირება გაგრძელდება“
Date:  789

გერმანულმა რადიოსადგურმა „დოიჩე ველემ“ (Deutshce Welle) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ევროპარლამენტის არჩევნებში მემარჯვენე ცენტრისტები იმარჯვებენ - მათი დომინირება გაგრძელდება“, რომელშიც მიმოხილულია 6-9 ივნისს ევროკავშირის წევრ-ქვეყნებში ჩატარებული ევროპული საკანონმდებლო ორგანოს - ევროპის პარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგები.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

ევროპარლამენტის არჩევნებში, წინასწარი ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მემარჯვენე ცენტრისტული პარტიების ალიანსი - ევროპის სახალხო პარტია - გამარჯვებას აღწევს. მას შეუძლია 720 სადეპუტატო ადგილიდან 189 მიიღოს. შედარებისთვის: ამჟამინდელ ევროპარლამენტში - თითქმის უკვე ვადაგასულში - სახალხო პარტიას 176 მანდატი აქვს.

ვინ მეტი, ვინ ნაკლები...

მიუხედავად იმისა, რომ მემარჯვენე პოპულისტურმა პარტიებმა, მათ შორის „ალტერნატივა გერმანიისათვის“ არსებითად გააუმჯობესეს თავიანთი მონაცემები 2019 წლის არჩევნებთან შედარებით, ძლიერი ბრიუსელის პოლიტიკის მომხრეთა ბანაკი მაინც ყველაზე მრავალრიცხოვანი რჩება. გერმანული სააგენტოს DPA-ს გამოთვლებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყველა ულტრამემარჯვენე და ნაციონალისტური პარტიების, რომლებიც ევროპარლამენტის ახალ შემადგენლობაში გაერთიანდებიან, მათ მხოლოდ ერთობლივად 200 მანდატის მიღება შეუძლიათ. გავიხსენოთ ჭეშმარიტება: ევროპარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად მხოლოდ 361 ადგილის მოპოვებაა აუცილებელი, სახალხო პარტია კი 189-ს იღებს.

მეორე ადგილზეა სოციალ-დემოკრატიული ძალები, რომლებიც 135 მანდატს იღებენ (მათ 139 ჰქონდათ), მესამე ადგილზეა ლიბერალური ფრაქცია „ევროპის განახლება“, რომელსაც 83 ადგილი შეხვდება. ეს 19 ადგილით ნაკლებია, ვიდრე 2019 წლის არჩევნების შედეგებით, მაგრამ მაინც დამაკმაყოფილებელი

დამარცხება განიცადეს „მწვანეებმა“ ევროპული თავისუფალი ალიანსის სახით. დღემდე მათ ევროპარლამენტში 72 დეპუტატი ჰყავდათ, ახლა კი მათ მხოლოდ 53 ეყოლებათ.

„ევროპელმა კონსერვატორებმა და რეფორმისტები“ მიიღებენ 72 ადგილს, მემარჯვენე ნაციონალისტები - 58-ს. კიდევ 95 ადგილი განაწილდება ფრაქციებსგარეშე დეპუატატებს შორის.

არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს ამომრჩევლების 51%-მა. ხუთი წლით ადრე, 2019 წლის არჩევნებში,  ეს მაჩვენებელი 50,66%-ს შეადგენდა.

და ისევ ურსულა ფონ დერ ლაიენი...

როგორც ჩანს, ევროკომისიის მოქმედი ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი - გერმანული ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წარგზავნილი - თავის თანამდებობას შეინარჩუნებს. მას უკვე საკმარისზე მეტი მომხრე ჰყავს ახალ ევროპარლამენტში. შესაძლოა, მისი კანდიდატურის დამტკიცებას გარკვეული ძალთა ბალანსი დაჭირდეს, მაგრამ „რკინის ურსულა“ ევროკომისიის პრეზიდენტობას გააგრძელებს. „მე დარწმუნებული ვარ, რომ ისევ ევროკომისიის პრეზიდენტი ვიქნები, მაგრამ წინ ბევრად უფრო მძიმე სამუშაო მელოდება“, - განაცხადა თვითონ ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

როგორც მან აღნიშნა, კვლავ გააგრძელებს იმ ძალებთან თანამშრომლობას, რომლებიც მხარს უკრაინას უჭერენ.

წყარო: https://p.dw.com/p/4gqmB

World
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way