USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
Тбилиси
«Deutsche Welle» (გერმანია): „ვლადიმერ პუტინის ხრუშჩოვისეული გზა“
дата:  637

გერმანული სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველე“ (Deutsche Welle) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „ვლადიმერ პუტინის ხრუშჩოვისეული გზა“ (ავტორი - ალექსანდრე ფრიდმანი).

გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

„ვლადიმერ პუტინის განცხადება ბელარუსში რუსეთის ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული იარაღის სავარაუდო განლაგების შესახებ ახლო მომავალში სენსაციად არ იქნა აღქმული. იმიტომ, რომ კრემლის ასეთმა მოქმედებამ დაადასტურა აშშ-ში და ევროპაში ვლადიმერ პუტინის უიმისოდაც ფართოდ გავრცელებული შეხედულება, რომელიც რუსეთის პოლიტიკას ნიკიტა ხრუშჩოვისეული აგრესიული ტაქტიკით ახორციელებს. გავიხსენოთ, რომ ყოფილი საბჭოთა ლიდერის ბრძანებით ბირთვული იარაღი საბჭოთა კავშირის ფარგლებს გარეთ პირველად გატანილი იქნა ჯერ კიდევ 1950-იანი წლების ბოლოს - გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ხოლო 1962 წელს - კუნძულ კუბაზე.

კრემლს ხრუშჩოვთან შედარება აღიზიანებს

პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ მალავს თვის სიყვარულ ისტორიის მიმართ და რეგულარულად აჟღერებს თავის შეფასებებს და ხედვებს წარსულში მომხდარი მოვლენებისა და მათი ფიგურანტების მიმართ, ხშირად ნეგატიური კონტექსტით. განსაკუთრებით ყველაზე მეტი „ხვდება“ ვლადიმერ ლენინს (რომელმაც უკრაინა „ხელოვნურად შექმნა“), ნიკიტა ხრუშჩოვს (რომელმაც ვოლუნტარისტულად გადასცა ყირიმის უკრაინას), აგრეთვე მიხეილ გორბაჩოვს (რომელმაც დათმო საერთაშორისო პოზიციები, დაკარგა გავლენის ზონები საზღვარგარეტ, დაშალა საბჭოთა კავშირი და ხელი შეუწყო უკრაინის დამოუკიდებლად გამოცხადებას).

რუსეთის პრეზიდენტი თავის ისტორიულ მისიას წინა საბჭოთა ლიდერების მიერ ჩადენილი შეცდომების გამოსწორებაში ხედავს, ხოლო უკრაინის წინააღმდეგ მიმართული თავდაპირველი ჰიბრიდული, ახლა კი სრულმასშტაბიანი ომი ამ გზის ერთ-ერთ ეტაპს წარმოადგენს.

დასავლეთში 2022 წლიდან პოპულარული გახდა ვლადიმერ პუტინის შედარება ნიკიტა ხრუშჩოვთან, რაზედაც კრემლი ხაზგასმულად გაღიზიანებულად და ხშირად აგრესიულად რეაგირებს. თუმცა ეს ხელს არ უშლის რუსეთის დღევანდელ ხელმძღვანელობას ნიკიტა ხრუშჩოვისეულ გზას გაჰყვეს და „ბირთვული ხელკეტით“ აქტიურად იჟონგლიოროს.

მსგავსი საეჭვო მანიპულაციების მიზეზები განვლილი ათწლეულების განმავლობაში პრინციპული სახით არ შეცვლილა - ისინი გამოიხატება ა) მოსკოვის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო სისუსტეებში. რუსეთი ძველებურად ბევრად ჩამორჩება მთავარ მოწინააღმდეგეს - ამერიკის შეერთებულ შტატებს და ბ) მოსკოვი ხსენებული ნაკლოვანებისა და შეცდომების კომპენსირებას მოულოდნელი, გამომწვევი და სარიკო სვლების დახმარებით ცდილობს.

პუტინის სიტუაცია ხრუშჩოვის მდგომარეობაზე უფრო უარესია

ნიკიტა ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდში (იგი იყო სსრკ კომპარტიის ცეკას პირველი მდივანი და სსრკ მთავრობის თავმჯდომარე) საბჭოტა კავშირი იყო აღიარებული ზესახელმწიფო, რომელიც ევროპის დიდ ნაწილს აკონტროლებდა, ატარებდა გლობალურ პოლიტიკას და მევრებისათვის მნიშვნელოვან სივრცეს ფლობდა. თვითონ საბჭოთა ლიდერი, მართალია, განთქმული იყო თავისი მოულოდნელი გამოხტომებით და პოლიტიკური თამაშების წესების ზღვარზე ბალანსირებდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც საღი აზრის გამომხატველი იყო და კომპრომისებზე მიდიოდა.

ახსოვდა რა მეორე მსოფლიო ომის საშინელებები, ნიკიტა ხრუშოვის დროინდელი კრემლი შეძლებისდაგვარად თავს იკავებდა დაუფიქრებელი მუქარებისაგან და აგრესიისაგან. თვითონ ნიკიტა ხრუშჩოვიც ცდილობდა ევროპისათვის ომი აერიდებინა. რაც შეეხება გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ბირთვული იარაღის განლაგებას, ეს ბევრად განაპირობა ბერლინის კრიზისმა. ფაქტიურად, ხრუშჩოვის გადაწყვეტილება იყო რეაგირება აშშ-ის მოქმედებაზე, რომელმაც პირველმა განალაგა თავისი ანალოგიური ატომური იარაღი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. კუბის შემთხვევაში მოსკოვი ცდილობდა საგრძნობი დარტყმა მიეყენებინა ვაშინგტონის პრესტიჟისათვის.

ნიკიტა ხრუშჩოვთან შედარებით ვლადიმერ პუტინი ბევრად უფრო უარეს და რთულ მდგომარეობაშია ჩავარდნილი. გააჩაღა რა ომი ევროპაში და სამხედრო დანაშაულების გზას დაადგა, მან რუსეთი დიდწილად იზოლირებულ ქვეყნად გადააქცია. დღეს პრეზიდენტს შეზღუდული პოლიტიკური და ეკონომიკური შესაძლებლობები აქვს არ შეუძლია დაიკვეხნოს, რომ ბევრი მოკავშირე ქვეყანა და სატელიტი ჰყავს. ამიტომაც ვლადიმერ პუტინი იძულებულია ფსონი „მოძმე დიქტატორულ რეჟიმებზე დადოს“ - ისეთებზე, როგორიც, მაგალითად, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკოა, რომელსაც განსაკუთრებული როლის შესრულება ევალება კრემლის „ბირთვული პროექტის“ რეალიზების გეგმებში.

წყარო: https://www.dw.com/ru/kommentarij-hrusevskij-put-vladimira-putina/a-65168476

 

общество
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати