USD 2.7051
EUR 3.1366
RUB 3.3509
თბილისი
«Deutsche Welle» (გერმანია): „რუზველტის მსგავსად, ტრამპსაც ნობელის პრემია სურს, უკრაინაში მშვიდობის დამყარებით“
თარიღი:  390

გერმანული რადიოსადგურის „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle – „გერმანული ტალღა“) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ანალიტიკური სტატია სათაურით „რუზველტის მსგავსად, ტრამპსაც ნობელის პრემია სურს, უკრაინაში მშვიდობის დამყარებით“ (ავტორი - კონსტანტინ ეგერტი), რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტის დონლდ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივის პერსპექტივაა განხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ბოლო დროს ვაშინგტონიდან და მოსკოვიდან ბევრი სიგნალი მოდის - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მტკიცედ აქვს განზრახული უკრაინაში მშვიდობა დაამყაროს. ამბობენ, რომ თეთრ სახლს გეგმა უკვე შემუშავებული აქვს, თუმცა ჯერ კიდევ არის დასაზუსტებელი ზოგიერთი დებულება, ამიტომ მიუნჰენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე, 14 თებერვალს, მისი საჯაროდ გამოცხადება ნაადრევი იქნებაო. არ არის გამორიცხული, რომ დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა კიტ კელოგმა ომის დასრულების გეგმის გარკვეული დებულებები მაინც წარმოადგინოს. მიუნჰენის შემდეგ იგი კიევს უნდა ეწვიოს.

სამომავლო გეგმამ რომ იმუშაოს, ამისათვის მთავარია, რომ მოსკოვი და კიევი მზად უნდა იყვნენ დიალოგის დასაწყებად და გარკვეულ დათმობებზე დასათანხმებლად.

დონალდ ტრამპი - დღევანდელი თეოდორ რუზველტი?

გადამდგარი გენერალი ტიმ კელოგი დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს აშშ-ის უშიშროების საბჭოში მუშაობდა. იგი ცნობილია იმით, რომ საზოგადოებამდე პრეზიდენტის განზრახვები მიაქვს - თუმც არასრული და შენიღბული სახით, მაგრამ მაინც. გაზეთ „ნიუ-იორკ პოსტისათვის“ მიცემულ ინტერვიუში გენერალმა შუამავლობის მნიშვნელობაზე რომ ლაპარაკობდა, თითქოსდა გაკვრით მოიხსენია აშშ-ის 26-ე პრეზიდენტი თეოდორ რუზველტი, რომელმაც დიდი როლი შეასრულა რუსეთ იაპონიის 1904-105 წლების დასრულებასა და სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერაში. ამისათვის 1906 წელს თეოდორ რუზველტს ალფრედ ნობელის მშვიდობის პრემია მიანიჭეს. როგორც ჩანს, ეს მკაფიო მინიშნებაა: დონალდ ტრამპსაც იგივე მიზანი აქვს - მიიღოს ნობელის პრემია, ყველა კრიტიკოსის „გულის გასახეთქად“. მით უმეტეს, რომ თეოდორ რუზველტი, ისევე როგორც დონალდ ტრამპი, საგარეო პოლიტიკას აშშ-ის ინტერესების თვალსაზრისით ახორციელებდა.

კიტ კელოგი (და, ალბათ, ტრამპიც) თვლიან, რომ სანქციები, რომლებიც ჯო ბაიდენის ადმინიტრაციის მიერ იყო შემოღებული, არასაკმარისად ეფექტურია. მან არ გამორიცხა, რომ ახალი ადმინისტრაცია საქნციებს გააფართოვებს და გააძლიერებს იმ შემთხვევაში, თუ კრემლი მოქნილ პოლიტიკას არ გამოავლენს კიევთან მოლაპარაკების დროს. ეს მთლიანობაში შეესაბამება დონალდ ტრამპის მიერ დეკლარირებულ მტკიცე ნათქვამს, რომ იგი დასჯის ყველას, ვინ მის შეთავაზებას არ დაეთანხმება.

ვლადიმერ პუტინი - დღევანდელი იოსებ სტალინი?

კრემლი აცნობიერებს, რომ შეიძლება მართლაც დაისაჯოს. ალბათ, ამიტომაც პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა მოულოდნელად გამაცხადა, რომ მისი შეფი თავის უკრაინელ კოლეგასთან მოსალაპარაკებლად მზად არის. და ეს ხდება მაშინ, როცა რამდენიმე დღის წინ კრემლი კატეგორიულად აცხადებდა - ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტობის მანდატი ამოეწურა, ვადა გაუვიდა და მას ლეგიტიმურობა არ აქვსო.

მართალია, კრემლს ჯერ არ მოუხდენია თავისი ადრინდელი განცხადებების დეზავუირება, რომლის თანახმად, მოლაპარაკების დასაწყებად აუციებელია, რომ უკრაინამ სრულად გაიყვანოს თავისი ჯარები დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიდან, გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი და გაუქმდეს ანტირუსული სანქციები. როგორც ცნობილია, ვოლოდიმირ ზელენსკი ამ მოთხოვნებს არ ეთანხმება, რადგან მათი მიღება მისთვის როგორც ლიდერისათვის, პოლიტიკურ თვითმკვლელობას ნიშნავს. იმავდროულად, სერიოზულ ტერიტორიულ დათმობებზე დათანხმება მას მხოლოდ ასევე სერიოზული უსაფრთხოების გარანტიების მიცემის შემდეგ შეუძლია - ყველაზე ოპტიმალურია უკრაინის ნატოს წევრად მიღება. სხვათა შორის, ვოლოდიმირ ზელენსკისათვის შეშფოთების საფუძველი უნდა იყოს კიტ კელოგის მიერ ნახსენები ფრაზა - „ვლადიმერ პუტინი მზად არის ბოლო რუს მოქალაქემდე იბრძოლოს... 1942-43 წლებში სტალინგრადისათვის ბრძოლებში საბჭოთა კავშირმა ექვსი თვის განმავლობაშიწლის განმავლობაში 700 ათასი ჯარისკაცი გაწირა ისე, რომ თვალიც კი არ დაუხამხამებიაო“. რა თქმა უნდა, ასეთი ნათქვამი რუსული დიქტატურის შესაძლებლობების აშკარა გადაჭარბებაა: ყველაფერი ასე უბრალოდ რომ იყოს, ვლადიმერ პუტინი დიდი ხნის წინ გამოაცხადებდა მობილიზაციას და კიევისაკენ მიმავალ გზას სულ რუსი მებრძოლების გვამებით მოაფენდა.

მაგრამ ვლადიმერ პუტინის რუსეთი იოსებ სტალინის დროინდელი საბჭოთა კავშირი არ არის. მეორე მსოფლიო ომისაგან განსხვავებით, უკრაინასთან ომი რუსეთის მოსახლეობის მიერ არ არის აღქმული როგორც ომი სამშობლოს ბედისა და მომავლისათვის. დღევანდელი რუსეთი უფრო მდიდარი და უფრო გულგრილია, ვიდრე 1942 წელს საბჭოთა კავშირი იყო. ბლადიმერ პუტინი უფრო უარესად აკონტროლებს სახელმწიფო აპარატს, ვიდრე იოსებ სტალინი აკონტროლებდა (გავიხსენოთ რუსული ბიუროკრატიის პარალიჩი „ვაგნერის“ ამბოხის დროს). და ბოლოს, ვლადიმერ პუტინი, ასაკის მიხედვით, ამჟამად ათი წლით უფროსია სტალინგრადის ბრძოლის დროინდელ „კრემლელ კავკასიელთან“ შედარებით.

კაცმა რომ თქვას, ვლადიმერ პუტინს მართლაც გარკვეული შიში აქვს დონალდ ტრამპის არაპროგნოზირებადობისა და იმპულსიურობის მიმართ. თუ კიტ კელოგი და მისი შეფი ამას ვერ ხვდებიან, მაშინ ისინი კარგავენ შანსს კრემლი მოლაპარაკებაზე და დათმობებზე აიძულონ.

გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.