USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Тбилиси
«Deutsche Welle» (გერმანია): „რა გამოცდები ელოდება ევროკავშირს 2024 წელს“
дата:  442

გერმანულმა სამაუწყებლო კომპანიამ „დოიჩე ველემ“ (Deutsche Welle) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა 2024 წლის პროგნოზები, რომლებიც ევროკავშირის პერსპექტივას ეხება. სტატიის სათაურია „რა გამოცდები ელოდება ევროკავშირს 2024 წელს“ (ავტორი - ბერნდ რიგერტი).

გთვაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ევროკავშირი, თავისი 27 წევრი ქვეყნით, უკრაინას დაპირდა, რომ მხარს დაუჭერდა რუსეთის აგრესიის მოგერიებაში „იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“ - იმიტომ, რომ რუსეთის გამარჯვება უკრაინასთან ომში მთელ ევროპას საფრთხეს შეუქმნის. მაგრამ რამდენად ერთგული იქნება ევროკავშირი 2023 წელს მიცემული თავისი დაპირებისა 2024 წელს?

ბრიუსელში ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ ომის გამოწვეული საერთო დაღლილობაზე და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სოლიდარობის  შესუსტებაზე უკრაინის მიმართ. ცოტა ხნის წინათ, 2023 წლის დეკემბერში, ევროკავშირს დიდი ძალისხმევა დაჭირდა ყველა წევრი ქვეყნის თანხმობის მისაღწევად, კიევისათვის ფინანსური დახმარების გაწევის მიზნით. მაგრამ 2024 წელს, იმის მიუხედავად, დაიწყებს თუ არა უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებას ცეცხლის შესაწყვეტად, დახმარების გაწევა კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდება.

ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი ხაზს უსვამს, რომ აუცილებელია არა დროებითი ცეცხლის შეწყვეტა და კონფლიქტის გაყინვა, არამედ ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება. ეს მიზანი უკრაინის ევროკავშირში მიღებით იქნება გარანტირებული“.

ევროკავშირის გაფართოება:

მაგრამ საქმე იმაშია, რომ ევროკავშირის გაფართოებისადმი ბევრ წევრ ქვეყანას განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ზოგი მიიჩნევს, რომ გაფართოება სწრაფი ტემპით არ მოხდეს, ამ საკითხში აჩქარება ზიანის მომტანი იქნება. არადა, ომით დანგრეულ უკრაინასთან და ღარიბ მოლდოვასთან ბრიუსელმა მოლაპარაკება უკვე მიმდინარე 2024 წელს უნდა დაიწყოს, რაც უდიდეს ხარჯებს მოასწავებს. ამიტომაც უკრაინის ისეთი მეგობრებიც კი, როგორებიც პოლონეთი და ბალტიისპირა ქვეყნები, კიევის დაჩქარებულ მიღებას ჯერ-ჯერობით არ იწონებენ: ამჟამად ისინი ევროკავშირისაგან საბიუჯეტო დახმარებას იღებენ და თუ უკრაინა და მოლდოვა წევრები ბლოკის გახდებიან, მთელ დახმარებას ისინი „მიიზიდავენ“. ვარშავას, რიგას, ვილნიუსს და ტალინს ევროკავშირელი ჩინოვნიკები ამშვიდებენ - „დაწყნარდით, უკრაინისა და მოლდოვას მიღების პროცესი ათწლეულობით გაგრძელდება და ამიტომ თქვენ ნუ ღელავთო“.

ამასობაში კი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები უკვე 20 წელი ელოდებიან თავიანთ რიგს ევროკავშირში მიღებისათვის და ამრეზით უყურებენ უკრაინასა და მოლდოვას მცდელობებს, რომ როგორმე დააჩქარონ თავიანთი მიღება. ჩერნოგორიისათვის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთისათვის ზუსტად უნდა დასახელდეს მიღევის ვადა იმიტომაც, რომ ამ ქვეყნებზე რუსეთისა და ჩინეთის გავლენები შემცირდეს. ხერბიისათვის, კოსოვოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინისათვის კი ევროკავშირში მიღების პერსპექტივები ჯერ მკაფიო არ არის, რადგანაც მათში არსებული ეთნიკური კონფლიქტები გაწევრიანებისათვის ხელმშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს.

ევროკავშირის რეფორმიერება

ახალი წევრების მიღებამდე  ბრიუსელში რეფორმირების პროცესი უნდა დასრულდეს  და დაფინანსების საკიტხები უნდა გადაწყდეს. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონის არგუმენტაციით, ახალი წევრების მიღება მხოლოდ სუვერენულ  და ეკონომიკურად ძლიერ ევროპას შეუძლია. გერმანიის მტავრობა ცდილობს ევროკავშირის რეფორმირება ისე მოხდეს, რომ გადაწყვეტილების მიღება ხმების უმრავლესობით მოხდეს და არა ისე, როგორც ახლა ხდება - კონსენსუსით, ანუ წევრი ქვეყნების სრული თანხმობით. მაგრამ, ექსპერტების თქმით, საეჭვოა, რომ ევროკავშირში 2024 წელს ამგვარი რეფორმირება განხორციელდეს.

საერთოდ, კონსენსუსის პრინციპი ევროკავშირში ბევრი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელია: ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როცა ერთი ან ორი წევრი ქვეყანა რომელიმე გადაწყვეტილების მიღების წინააღმდეგ გამოდის. მაგალითად, უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი... სხვათა შორის, თავიანთი მოქმედებით, ისინი შიდა ევროპულ კანონმდებლობასაც ხშირად არღვევენ, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების დაცვის თვალსაზრისით. ბრიუსელი რამდენჯერმე შეეცადა უნგრეთისა და პოლონეთის დარწმუნებას, რომ ასეთი მოქმედება ზიანს აყენებს ევროკავშირს, მაგრამ უშედეგოდ. 2024 წელს უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი, როგორც ჩანს, თავის პოზიციებს არ დათმობს. რაც შეეხება პოლონეთს, იქ უკვე კონსერვატორები - იაროსლავ კაჩინსკის პარტია „პრავო ი სპრავედლივოშჩის“ წევრები - ხელისუფლებას ჩამოშორდნენ და პროევროპელი პრემიერი დონალდ ტუსკი, ალბათ, ევროკავშირის ცენტრის მხარდამჭერი იქნება, თუმცა კაჩინსკის მომხრე ჯერ კიდევ მოქმედი პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა შეეცდება „ვარშავა-ბრიუსელის“ მატარებელს ბარიერები შეუქმნას.

ოცი წლის წინ, როცა ევროკავშირის შემადგენლობაში ერთბაშად 8 ქვეყანა გაწევრიანდა, მათ შორის მალტა და კვიპროსი, ლისაბონის ხელშეკრულება („ევროკავშირის კონსტიტუცია“) შემუშავდა და ცოტა მოგვიანებით, დამტკიცდა კიდეც.  მაგრამ განა დაიცავენ მის დებულებებს 2024 წელს?

დონალდ ტრამპის შესაძლო დაბრუნება

თუ რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი, ყველაფრის მიუხედავად, თეთრ სახლში მაინც დაბრუნდება, ნატოსა და ევროკავშირისათვის მძიმე დრო დაიწყება. ევროპა აშშ-ის სახით, ალბათ, უმნიშვნელოვნეს მოკავშირეს დაკარგავს უკრაინის დახმარებისა და რუსეთის შეკავების საკითხში. დაუდეგარი დონალდ ტრამპი რომ კონტროლის ქვეშ ჰყავდეს, ევროკავშირი მას უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაგრძელებას შესთავაზებს. სამაგიეროდ, აშშ-ის პრეზიდენტი  ევროკავშირს, ალბათ, საჯარიმო გადასახადებს მოსთხოვს, ევროკავშირი კი ამერიკული იმპორტის ბაჟს მოამატებს, რაც ამერიკისათვის უარყოფით შედეგის მომტანი იქნება.

ვის გაეხარდება ევოკავშირში ამერიკის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევა? ვის და მის მეგობარს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს, აგრეთვე, ალბათ, მის სლოვაკ კოლეგას რობერტ ფიცოს...

ევროპარლამენტის არჩევნები

2024 წლის ივნისის დასწყისში ევროკავშირის დაახლოებით 400 მილიონი ამომრჩეველმა ევროპის პარლამენტი უნდა აირჩიოს, თუმცა ბოლო არჩევნების დროს ურნებთან მხოლოდ 200 მილიონი მივიდა. როგორც მოსალოდნელია, დაგეგმილ არჩევნებში გაიმარჯვებენ ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიები, თუმცა ასევე ვარაუდობენ, რომ ევროპარლამენტში მოიმატებს მემარჯვენე პოპულისტურისა და ულტრამემარჯვენეთა ფრაქციების რაოდენობაც.

ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რომელიც დღეს ევროპელ ამომრჩევლებს აღელვებთ, „ევრობარომეტრის“ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, არის თავიანთი საკუთარი ეკონომიკური სიტუაცია და სასიცოცხლო სტანდარტები. უკრაინა, მიგრაცია, რეფორმები და ევროკავშირის გაფართოება - მეორეხარისხოვან თემებს წარმოადგენენ.

როგორც ამბობენ, 2024 წელს გერმანელი პოლიტიკოსი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის თავმჯდომარედ დარჩება, მაგრამ მისი კანდიდატურა ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. მის კანდიდატურას ევროკავშირის ყველა 27 წევრმა ქვეყანმ მხარი უნდა დაუჭიროს... მაგრამ დაუჭერს?

ევროპელთა მოლოდინი: პესიმისტები და ოპტიმისტები

ხუთი ძირითადი გამოწვევის გარდა, მომავალ წელს ევროკავშირს სხვა მნიშვნელოვანი ამოცანების გადაჭრაც მოუწევს: ისინი ეხებიან თავშესაფრის მიცემის უფლებას და მიგრაციული პაქტის ძალაში შესვლას. ევროკავშირს ასევე ჭირდება ახალი წესების შემოღება, რომლებიც ეხება დაფინანსების პროცედურას, ხელოვნურ ინტელექტს, კლიმატის დაცვას და ასე შემდეგ. ევროკავშირის შიგნით უნდა გადაილახოს უთანხმოებები ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებს (რომლებიც ფულის დონორები არიან) და სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის (რომლებიც დონორებისგან ფულს იღებენ). თავის მხრივ, ევროკავშირი გეგმავს თავისი შვიდწლიანი ბიუჯეტი 1,1 ტრილიონი ევროს ოდენობით კიდევ 66 მილიარდით გაზარდოს.

მაგრამ ეს ყველაფერი ევროკავშირის მოსახლეობას ნაკლებად აღელვებს. როგორც სოციოლოგიური გამოკითხვით ირკვევა, მართალია, ისინი ჩივიან გარკვეული პრობლემების გამო, მაგრამ მაინც ოპტიმისტურად არიან განწყობილნი - გამოკითხულთა დაახლოებით 60%. ყველაზე ნაკლები ოპტიმიზმი აქვთ ფრანგებს - 50%-ზე დაბალი, ყველაზე მაღალი კი - დანიელებს (86%) და გერმანელებს (58%).

წყარო: https://p.dw.com/p/4afj6

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати