გერმანულმა სამაუწყებლო კომპანიამ „დოიჩე ველემ“ (Deutsche Welle) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა 2024 წლის პროგნოზები, რომლებიც ევროკავშირის პერსპექტივას ეხება. სტატიის სათაურია „რა გამოცდები ელოდება ევროკავშირს 2024 წელს“ (ავტორი - ბერნდ რიგერტი).
გთვაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ევროკავშირი, თავისი 27 წევრი ქვეყნით, უკრაინას დაპირდა, რომ მხარს დაუჭერდა რუსეთის აგრესიის მოგერიებაში „იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“ - იმიტომ, რომ რუსეთის გამარჯვება უკრაინასთან ომში მთელ ევროპას საფრთხეს შეუქმნის. მაგრამ რამდენად ერთგული იქნება ევროკავშირი 2023 წელს მიცემული თავისი დაპირებისა 2024 წელს?
ბრიუსელში ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ ომის გამოწვეული საერთო დაღლილობაზე და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სოლიდარობის შესუსტებაზე უკრაინის მიმართ. ცოტა ხნის წინათ, 2023 წლის დეკემბერში, ევროკავშირს დიდი ძალისხმევა დაჭირდა ყველა წევრი ქვეყნის თანხმობის მისაღწევად, კიევისათვის ფინანსური დახმარების გაწევის მიზნით. მაგრამ 2024 წელს, იმის მიუხედავად, დაიწყებს თუ არა უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებას ცეცხლის შესაწყვეტად, დახმარების გაწევა კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდება.
ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი ხაზს უსვამს, რომ აუცილებელია არა დროებითი ცეცხლის შეწყვეტა და კონფლიქტის გაყინვა, არამედ ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება. ეს მიზანი უკრაინის ევროკავშირში მიღებით იქნება გარანტირებული“.
ევროკავშირის გაფართოება:
მაგრამ საქმე იმაშია, რომ ევროკავშირის გაფართოებისადმი ბევრ წევრ ქვეყანას განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ზოგი მიიჩნევს, რომ გაფართოება სწრაფი ტემპით არ მოხდეს, ამ საკითხში აჩქარება ზიანის მომტანი იქნება. არადა, ომით დანგრეულ უკრაინასთან და ღარიბ მოლდოვასთან ბრიუსელმა მოლაპარაკება უკვე მიმდინარე 2024 წელს უნდა დაიწყოს, რაც უდიდეს ხარჯებს მოასწავებს. ამიტომაც უკრაინის ისეთი მეგობრებიც კი, როგორებიც პოლონეთი და ბალტიისპირა ქვეყნები, კიევის დაჩქარებულ მიღებას ჯერ-ჯერობით არ იწონებენ: ამჟამად ისინი ევროკავშირისაგან საბიუჯეტო დახმარებას იღებენ და თუ უკრაინა და მოლდოვა წევრები ბლოკის გახდებიან, მთელ დახმარებას ისინი „მიიზიდავენ“. ვარშავას, რიგას, ვილნიუსს და ტალინს ევროკავშირელი ჩინოვნიკები ამშვიდებენ - „დაწყნარდით, უკრაინისა და მოლდოვას მიღების პროცესი ათწლეულობით გაგრძელდება და ამიტომ თქვენ ნუ ღელავთო“.
ამასობაში კი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები უკვე 20 წელი ელოდებიან თავიანთ რიგს ევროკავშირში მიღებისათვის და ამრეზით უყურებენ უკრაინასა და მოლდოვას მცდელობებს, რომ როგორმე დააჩქარონ თავიანთი მიღება. ჩერნოგორიისათვის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთისათვის ზუსტად უნდა დასახელდეს მიღევის ვადა იმიტომაც, რომ ამ ქვეყნებზე რუსეთისა და ჩინეთის გავლენები შემცირდეს. ხერბიისათვის, კოსოვოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინისათვის კი ევროკავშირში მიღების პერსპექტივები ჯერ მკაფიო არ არის, რადგანაც მათში არსებული ეთნიკური კონფლიქტები გაწევრიანებისათვის ხელმშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს.
ევროკავშირის რეფორმიერება
ახალი წევრების მიღებამდე ბრიუსელში რეფორმირების პროცესი უნდა დასრულდეს და დაფინანსების საკიტხები უნდა გადაწყდეს. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონის არგუმენტაციით, ახალი წევრების მიღება მხოლოდ სუვერენულ და ეკონომიკურად ძლიერ ევროპას შეუძლია. გერმანიის მტავრობა ცდილობს ევროკავშირის რეფორმირება ისე მოხდეს, რომ გადაწყვეტილების მიღება ხმების უმრავლესობით მოხდეს და არა ისე, როგორც ახლა ხდება - კონსენსუსით, ანუ წევრი ქვეყნების სრული თანხმობით. მაგრამ, ექსპერტების თქმით, საეჭვოა, რომ ევროკავშირში 2024 წელს ამგვარი რეფორმირება განხორციელდეს.
საერთოდ, კონსენსუსის პრინციპი ევროკავშირში ბევრი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელია: ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როცა ერთი ან ორი წევრი ქვეყანა რომელიმე გადაწყვეტილების მიღების წინააღმდეგ გამოდის. მაგალითად, უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი... სხვათა შორის, თავიანთი მოქმედებით, ისინი შიდა ევროპულ კანონმდებლობასაც ხშირად არღვევენ, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების დაცვის თვალსაზრისით. ბრიუსელი რამდენჯერმე შეეცადა უნგრეთისა და პოლონეთის დარწმუნებას, რომ ასეთი მოქმედება ზიანს აყენებს ევროკავშირს, მაგრამ უშედეგოდ. 2024 წელს უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი, როგორც ჩანს, თავის პოზიციებს არ დათმობს. რაც შეეხება პოლონეთს, იქ უკვე კონსერვატორები - იაროსლავ კაჩინსკის პარტია „პრავო ი სპრავედლივოშჩის“ წევრები - ხელისუფლებას ჩამოშორდნენ და პროევროპელი პრემიერი დონალდ ტუსკი, ალბათ, ევროკავშირის ცენტრის მხარდამჭერი იქნება, თუმცა კაჩინსკის მომხრე ჯერ კიდევ მოქმედი პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა შეეცდება „ვარშავა-ბრიუსელის“ მატარებელს ბარიერები შეუქმნას.
ოცი წლის წინ, როცა ევროკავშირის შემადგენლობაში ერთბაშად 8 ქვეყანა გაწევრიანდა, მათ შორის მალტა და კვიპროსი, ლისაბონის ხელშეკრულება („ევროკავშირის კონსტიტუცია“) შემუშავდა და ცოტა მოგვიანებით, დამტკიცდა კიდეც. მაგრამ განა დაიცავენ მის დებულებებს 2024 წელს?
დონალდ ტრამპის შესაძლო დაბრუნება
თუ რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი, ყველაფრის მიუხედავად, თეთრ სახლში მაინც დაბრუნდება, ნატოსა და ევროკავშირისათვის მძიმე დრო დაიწყება. ევროპა აშშ-ის სახით, ალბათ, უმნიშვნელოვნეს მოკავშირეს დაკარგავს უკრაინის დახმარებისა და რუსეთის შეკავების საკითხში. დაუდეგარი დონალდ ტრამპი რომ კონტროლის ქვეშ ჰყავდეს, ევროკავშირი მას უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაგრძელებას შესთავაზებს. სამაგიეროდ, აშშ-ის პრეზიდენტი ევროკავშირს, ალბათ, საჯარიმო გადასახადებს მოსთხოვს, ევროკავშირი კი ამერიკული იმპორტის ბაჟს მოამატებს, რაც ამერიკისათვის უარყოფით შედეგის მომტანი იქნება.
ვის გაეხარდება ევოკავშირში ამერიკის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევა? ვის და მის მეგობარს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს, აგრეთვე, ალბათ, მის სლოვაკ კოლეგას რობერტ ფიცოს...
ევროპარლამენტის არჩევნები
2024 წლის ივნისის დასწყისში ევროკავშირის დაახლოებით 400 მილიონი ამომრჩეველმა ევროპის პარლამენტი უნდა აირჩიოს, თუმცა ბოლო არჩევნების დროს ურნებთან მხოლოდ 200 მილიონი მივიდა. როგორც მოსალოდნელია, დაგეგმილ არჩევნებში გაიმარჯვებენ ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიები, თუმცა ასევე ვარაუდობენ, რომ ევროპარლამენტში მოიმატებს მემარჯვენე პოპულისტურისა და ულტრამემარჯვენეთა ფრაქციების რაოდენობაც.
ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რომელიც დღეს ევროპელ ამომრჩევლებს აღელვებთ, „ევრობარომეტრის“ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, არის თავიანთი საკუთარი ეკონომიკური სიტუაცია და სასიცოცხლო სტანდარტები. უკრაინა, მიგრაცია, რეფორმები და ევროკავშირის გაფართოება - მეორეხარისხოვან თემებს წარმოადგენენ.
როგორც ამბობენ, 2024 წელს გერმანელი პოლიტიკოსი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის თავმჯდომარედ დარჩება, მაგრამ მისი კანდიდატურა ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. მის კანდიდატურას ევროკავშირის ყველა 27 წევრმა ქვეყანმ მხარი უნდა დაუჭიროს... მაგრამ დაუჭერს?
ევროპელთა მოლოდინი: პესიმისტები და ოპტიმისტები
ხუთი ძირითადი გამოწვევის გარდა, მომავალ წელს ევროკავშირს სხვა მნიშვნელოვანი ამოცანების გადაჭრაც მოუწევს: ისინი ეხებიან თავშესაფრის მიცემის უფლებას და მიგრაციული პაქტის ძალაში შესვლას. ევროკავშირს ასევე ჭირდება ახალი წესების შემოღება, რომლებიც ეხება დაფინანსების პროცედურას, ხელოვნურ ინტელექტს, კლიმატის დაცვას და ასე შემდეგ. ევროკავშირის შიგნით უნდა გადაილახოს უთანხმოებები ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებს (რომლებიც ფულის დონორები არიან) და სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის (რომლებიც დონორებისგან ფულს იღებენ). თავის მხრივ, ევროკავშირი გეგმავს თავისი შვიდწლიანი ბიუჯეტი 1,1 ტრილიონი ევროს ოდენობით კიდევ 66 მილიარდით გაზარდოს.
მაგრამ ეს ყველაფერი ევროკავშირის მოსახლეობას ნაკლებად აღელვებს. როგორც სოციოლოგიური გამოკითხვით ირკვევა, მართალია, ისინი ჩივიან გარკვეული პრობლემების გამო, მაგრამ მაინც ოპტიმისტურად არიან განწყობილნი - გამოკითხულთა დაახლოებით 60%. ყველაზე ნაკლები ოპტიმიზმი აქვთ ფრანგებს - 50%-ზე დაბალი, ყველაზე მაღალი კი - დანიელებს (86%) და გერმანელებს (58%).
წყარო: https://p.dw.com/p/4afj6