USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Тбилиси
«Deutsche Welle» (გერმანია): „ქართველების თამაშმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა“
дата:  

გერმანულმა „დოიჩე ველემ“ (Deutsche Welle) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ქართველების თამაშმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა“, რომელშიც გადმოცემულია კომენტარები ევროპის ჩემპიონატში საქართველო-პორტუგალიის ნაკრები გუნდების მატჩის შემდეგ.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

 საქართველოს ნაკრები გუნდის სენსაციური გამარჯვება პორტუგალიასთან გამართულ მატჩში, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტების - ქართველების „პლეი-ოფში“ გაყვანა უზრუნველყო, უდიდესი ემოციები გამოიწვია არამარტო თვითონ მოთამაშეებში, არამედ გუნდის მთავარ მწრთვნელში და რა თქმა უნდა, ქართველ ფულშემატკივრებში.

სასწაულები კიდევ ხდება...

„ჩვენ უკვე ისტორიაში შევედით. არავის არ სჯეროდა, რომ ჩვენ პორტგალილებს ვაჯობებდით, მაგრამ ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ქართველი ფეხბურთელების გუნდს ეს შეუძლია“, - აღნიშნა მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მოთამაშემ ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც პორტუგალიასთან მატჩის პირველივე წუთებში ბრწყინვალე გოლი გაიტანა.

„ეს სასწაულებრივია. თბილისელებს და საერთოდ ქართველებს ამაღამ არ დაეძინებათ“, - ასეთი კომენტარი გააკეთა ქართველმა ჯურნალისტმა დათო ლობჟანიძემ BBC 5-ის ეთერში.

მატჩის შემდეგ ქართველ ფეხბურთელებს ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეხვდა.

მწრთვნელების აზრით...

საქართველოს ნაკრების მწრთვნელმა ვილი სანიოლიმ ხაზი გაუსვა, რომ მისი „გუნდის თამაშმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა“. მისი თქმით, მატჩის წინ მან ფეხბურთელებს მოუწოდა გაეხსენებინათ, თუ როგორ თამაშობდნენ ისინი 16-17 წლის ასაკში, მიზანმიმართულად, ყოველგვარი სხვა აზრების გარეშე“.

თავის მხრივ, პორტუგალიის ნაკრების მწრთვნელმა რობერტო მარტინესმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მის გუნდისთვის რთული იყო აჰყოლოდა ისეთ ინტენსიურ თამაშს, როგორსაც ქართველებმა თამაშობდნენ. „დიახ, ჩვენ სათანადოდ ვერ შევაფასეთ საქარტველოს გუნდის შესაძლებლობები... აშკარაა, რომ ქართველებმა თავიანთი ისტორიული მატჩი ითამაშეს. ჩვენ კი უკვე უზრუნველყოფილი გვქონდა ჯგუფში პირველი ადგილი“, - აღნიშნა პორტუგალიელი ფეხბურთელების მწრთვნელმა.

ზეიმი თბილისში

საქართველოს ქალაქების ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა დროშებით ხელში, რომ მეტოქესთან გამარჯვება და ეროვნული ნაკრების მერვედფინალში წარმატებით გასვლის გამო სიხარული გამოეხატათ. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ვიდეოკადრების მიხედვით, ქართველები ცეკვავენ, მღერიან და პირდაპირ ქუჩებში შლიან საზეიმო სუფრებს.

წყარო: https://p.dw.com/p/4hYfj

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати