USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Тбилиси
«Deutsche Welle» (გერმანია): „ორი უკრაინელი ქალის მკვლელობა გერმანიაში: პროკურატურის საბრალდებო დასკვნა ცოლ-ქმრის წინააღმდეგ“
дата:  739

გერმანულმა სამაუწყებლო კომპანიამ „დოიჩე ველემ“ (Deutsche Welle) თავის ვებ-გვერდზე 3 სექტემბერს გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ორი უკრაინელი ქალის მკვლელობა: პროკურატურის საბრალდებო დასკვნა ცოლ-ქმრის წინააღმდეგ“ (ავტორი - რომან სულიმა), რომელშიც გადმოცემულია 2024 წლის თებერვალში, ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში მომხდარი საზარელი მკვლელობის ისტორია. ტრაგიკულმა ფაქტმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა გერმანულ საზოგადოებაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მანჰეიმის პროკურატურამ, ჩატარებული გამოძიების საფუძველზე, ბრალდება წაუყენა გერმანელ ცოლ-ქმარს - 44 წლის ქალს და 43 წლის მამაკაცს - ორი უკრაინელი ქალის ერთობლივად მოკვლისა და ბავშვის გატაცების თაობაზე, რომელიც ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში მოხდა. დანაშაულის მიზეზი, როგორც ცნობილი ხდება, იყო ცოლ-ქმრის განუხორციელებელი სურვილი - ჰყოლოდათ შვილი, გოგონა, რომლის შემდეგ მათ, „არაუგვიანეს 2023 წლის მარტისა“, ჩაიფიქრეს და მოამზადეს გეგმა „მოეტაცებინათ ახალშობილი მდედრობითი სქესის ბავშვი, რომელსაც თავისად გაასაღებდნენ“.

დანაშაულის ისტორია: დააძინეს, მოკლეს და დაწვეს

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ორმა ბრალდებულმა, ახლადაბადებული ბავშვის გატაცების მიზნით, ორი უკრაინელი ლტოლვილი მოკლა - 51 წლის ქალი და მისი 27 წლის ქალიშვილი, რომელიც რამდენიმე დღის ნამშობიარევი იყო. „ბავშვის გასატაცებლად მეტი შანსები რომ ჰქონოდათ, 44 წლის ქალი უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერი ჯგუფის წევრი გახდა და Telegram-არხის მეშვეობით, 2024 წლის იანვრის ბოლოს, დაუკავშირდა 27 წლის მსხვერპლს, როცა იგი თარჯიმანს ეძებდა გოგონას დაბადების წინ“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

პროკურატურის საბრალდებო დასკვნაში აღნიშნულია, რომ ბრალდებულებმა 27 წლის ქალიშვილისა და დედამისის მკვლელობა ბავშვის დაბადებიდან ერთ კვირაში განახორციელეს. „2024 წლის 6 მარტს, ცოლ-ქმარმა უკრაინელები რესტორანში მიიპატიჟეს და ორივე ქალს ჩუმად  დამამშვიდებელი პრეპარატი ჩაუყარეს. როცა ორივე უკრაინელმა თავი ცუდად იგრძნო, ცოლ-ქმარმა თვალთმაქცურად განაცხადეს, რომ ისინი საავადმყოფოში უნდა წაეყვანათ, ჩასვეს ავტომანქანაში და გულწასული ქალები ბად-შენბორნის ტბის ნაპირზე მიიყვანეს, 51 წლის ქალი იქვე მოკლეს, გვამი დაწვეს, მისი 27 წლის ქალიშვილი, რეინის ახლოს, ხოკენჰაიმის ტბასთან მიიყვანეს და ისიც მოკლეს, ჩვილი გოგონა კი სახლში წაიყვანეს. ამჟამად ბრალდებულებს წარდგენილი აქვთ ოფიციალური ბრალდება ორი პუნქტით - ერთობლივად ჩადენილი მეკვლელობისა და არასრულწლოვანის გატაცებისათვის.

ვინ არიან მსხვერპლნი?

მოკლულები დედა-შვილი მარინა და მარგარიტა სტეცენკოები არიან. ძებნის ოპერაცია მაშინ დაიწყო, როცა პოლიციამ 7 მარტს, მდინარე რეინთან ახლოს, 27 წლის მარგარიტა სტეცენკოს გვამი იპოვა. დაიწყეს ახალშობილის ძებნაც. 51 წლის მარინა სტეცენკოს ნახევრად დამწვარი გვამი კი ორკვირიანი ძებნის შემდეგ, 20 მარტს აღმოაჩინეს.

დედა, ბებია და შვილიშვილი რეინ-ნეკარის ოკრუგში, ლტოლვილთა განთავსების ცენტრში ცხოვრობდნენ მას შემდეგ, რაც ისინი გერმანიაში უკრაინიდან ჩავიდნენ, ომის გამო. პოლიციამ ცოლ-ქმარი 13 მარტს დააკავა, ახალშობილი გოგონა, საბედნიეროდ, უვნებელი აღმოჩნდა.

წყარო: https://p.dw.com/p/4kDVSa

 

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати