USD 2.7323
EUR 2.9577
RUB 2.9934
Tbilisi
«Deutsche Welle» (გერმანია): „ირაკლი კობახიძე ბერლინში: „უცხოური აგენტობით“ დაჩრდილული ვიზიტი“
Date:  98

„ქართული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ გერმანიასა და საქართველოს ურთიერთობაში დაბრკოლების ლოდი და ორი ქვეყნის მთავრობისათვის მწვავე დავის საგანი გახდა“, - ნათქვამია გერმანული სამაუწყებლო კომპანიის „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ირაკლი კობახიძე ბერლინში: „უცხოური აგენტობით“ დაჩრდილული ვიზიტი“ (ავტორი - ნიკიტა ჟოლკვერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 12 აპრილს ბერლინში ყოფნისას მოასწრო და გერმანიის ყველა ხელმძღვანელს შეხვდა - ფედერალურ პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაიმაიერს, კანცლერ ოლაფ შოლცს და ბუნდესტაგის სპიკერს ბერბელ ბასს.

ქართველი სტუმარი, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტად თებერვალში დაინიშნა, მართალია, სამხედრო პატივით იქნა მიღებული, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვით იმას, რომ ირაკლი კობახიძეს ბერლინი ძალიან ხელგაშლით და სიხარულით შეხვდა. ჯერ კიდევ მის ჩასვლმადე გერმანიის მთავრობის წარმომადგენლები და ბუნდესტაგის ზოგიერთი წევრი თავის კრიტიკულ დამოკიდებულებას არ მალავდა საქართველოს მმართველი პარტიის შიდაპოლიტიკური ინიციატივების მიმართ.

საქართველოს ევროპული პერსპექტივა რისკის ქვეშ

ვიზიტამდე რამდენიმე დღის წინ გერმანიის კანცლერის ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილემ ქრისტიან ჰოფმანმა, „დოიჩე ველეს“ კითხვაზე - როგორი დამოკიდებულება გაქვთ „უცხოური ეგენტების შესახებ“ ქართული  კანონპროექტის მიმართო - უპასუხა, რომ გერმანიის მთავრობა კრიტიკულად აფასებს „ქართული ოცნების“ მეორე მცდელობას პარლამენტში გაიტანოს და მიიღოს ისეთი კანონპროექტი, რომელიც ქართულ და დასავლურ საზოგადოებაში არაზროვან და უარყოფით რეაქციას იწვევს. თითქმის იგივე განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა სებასტიან ფიშერმა და განაცხადა, რომ აღნიშნული კანონპროექტსი სავარაუდო მიღებით საქართველო თავის ევროპულ პერსპექტივას რისკის ქვეშ აყენებს. ქართული კანონპროექტის მიმართ ნეგატიური თვალსაზრისი გამოხატა ბუდესტაგის „მწვანე“ დეპუტატმა ანტონ ჰოფრაიტერმაც, რომელმაც იმედიანად განაცხადა, რომ კანცლერი ქართველ სტუმარს მიანიშნებს, თუ რა რისკების ქვეშ მოექცევა სამხრეთკავკასიური ქვეყნის გზა ევროკავშირისაკენ.

უჩვეულოდ გულახდილი კანცლერი

კანცლერმა დეპუტატის იმედები გაამართლა: ერთობლივ პრეკონფერენციაზე ოლაფ შოლცმა უჩვეულოდ მკვეთრი პოზიცია და გულახდილობა გამოავლინა. მან თქვა, რომ ამგვარი [არადემოკრატიული] კანონპროექტების მიღება დაუშვებელია.

თავის მხრივ, ირაკლი კობახიძე ვალში არ დარჩენილა: იგი ბრწყინვალედ ლაპარაკობდა გერმანულ ენაზე და აღნიშნა, რომ მან და სხვა ქართველმა პოლიტიკოსებმა გერმანიაში სწავლის დროს კარგად გაითავისეს - „დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა, ადამიანის ძირითადი უფლებები და სახელმწიფო სუვერენიტეტი“ იმ უმაღლეს პრინციპებს წარმოადგენს, რომლებიც განსაკუთრებულად უნდა იქნენ დაცულნი და ქართული კანონპროექტიც სრულად პასუხობს ჩამოთვლილ მოთხოვნებს.

ირაკლი კობახიძე ამაზე არ გაჩერებულა და აღნიშნა, რომ კანონპროექტის მოწინააღმდეგე არასამთავრობო ორგანიზაციები თავიანთი დამფინანსებლების მითითებით მოქმედებენ და ცდილობენ გავლენა მოახდინონ საქართველოს პოლიტიკურ განვითარებაზე - ისე როგორც ეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოხდა“.

საქართველო „საქანელაზე“: მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

გერმანიაში საქართველოს მთავრობის პოლიტიკას ამბივალენტირად თვლიან და მას „საქანელას“ უწოდებენ მოსკოვსა და ბრიუსელს შორის: ერთი მხრივ, თბილისი აცხადებს თავის უცვლელ კურსად ევრატლანტიკურ ინტეგრაციას, მეორე მხრივ კი - თითქმის ასლი გადმოაქვს რუსული რეპრესიული ზომებისა, რომელსაც მთავრობა მიმართავს ქართული ოპოზიციური ორგანიზაციებისა და „ლგბტ-საზოგადოების“  წინააღმდეგ.

გერმანული რესპექტაბელური გაზეთი „ფრანფურტერ ალგემაინე ცაიტუნგის“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) ავტორი რეინჰარდ ფეზერი ამ მხრივ ყურადღებას ამახვილებს თვითონ ირაკლი კობახიძის პიროვნებაზე: „45 წლის ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც პრემიერ-მინისტრად დამტკიცებამდე მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ლიდერის პოსტი ჰქონდა დაკავებული, აღნიშნული კანონპროექტის მიღების მტკიცე მომხრე იყო და მის მოწინააღმდეგეებს „ლიბერალურ ფაშისტებს“, „ნარკომანებს“ და „უღმერთო დამნაშავეებს“  უწოდებდა

„სწორედ ირაკლი კობახიძე იყო ბოლო წლებში თავისი პარტიის მიერ ანტიდასავლური კურსის გატარების ინიციატორი და რეგულარულად აჟღერებდა „შეთქმულების თეორიებს“, რომელთა თანახმად, დასავლეთი, „რადიკალურ ოპოზიციასთან“ ერთად, თითქოსდა საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევა სურს. რეინჰარდ ფეზერის ვარაუდით, ირაკლი კობახიძეს თავისი პოლიტიკური მსოფლმხედველობა ჩამოულაიბდა როგორც პარტიის დამაარსებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ზეგავლენით, ასევე კულისებს მიღმა არსებული ხელისუფლების ცენტრის მეშვეობით.

2016 წლიდან 2019 წლამდე ირაკლი კობახიძე საქართველოს პარლამენტის სპიკერი იყო და იძულებული გახდა პოსტიდან გადამდგარიყო ფართო საზოგადოებრივი საპროტესტო აქციების შედეგად, რომელიც თვითონვე გამოიწვია - უფლება მისცა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატს სერგეი გავრილოვს საქართველოს პარლამენტის სპიკერის ადგილზე დამჯდარიყო.

წყარო: https://www.dw.com/ru/iraklij-kobahidze-v-berline-omracennyj-inoagentami-vizit/a-68806681

 

business
საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" ისანში 16 კორპუსის აშენებას გეგმავს - გრგ-ს დეტალები

ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" 16 შენობისგან შემდგარი უბნის მშენებლობას გეგმავს.

გარემოს რეგულირების გეგმა საკრებულოსთან უკვე შეთანხმებულია. გრგ-ში ბოლო ცვლილებები 2024 წლის 2 მაისს შევიდა. კორექტირებული დოკუმენტის მიხედვით, ტერიტორია მოიცავს გაბრიელ სალოსის გამზირს 116-დან 124 ნომრამდე. წარდგენილი განცხადების მიხედვით, ყველაზე დაბალი შენობა 10 -სართულიანი, ყველაზე მაღალი შენობა კი, 36-სართულიანი იქნება.

კომპლექსში ჯამში ნავარაუდევი ბინების რაოდენობა 2500 ერთეულია. მათი საცხოვრებელი ინტენსივობის კ-2 ფართობი დაახლოებით შეადგენს 202592 კვ.მ-ს.

ფეხსაცმელების ფაბრიკის ყოფილ ტერიტორიას, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, სამი მფლობელი ჰყავს:

  • შპს „ელიტა ბურჯი“;
  • სააქციო საზოგადოება „ისანი-ქართუ“;
  • შპს „ივერია 90“.

აქედან, შპს „ივერია 90“-ია შპს „ელიტა ბურჯის“ შვილობილი კომპანიაა, რომლის 100%-იან წილს თავის მხრივ ფონდი „ქართუ“ ფლობს. სააქციო საზოგადოება „ისანი-ქართუ“ (რომელიც ამავე მისამართზე ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 116ა-შია რეგისტრირებული) კი „ქართუ ფონდის“ შვილობილი კომპანიაა, რომლის თავმჯდომარე ბესიკ დემეტრაშვილი, „ქართუ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.

რაც შეეხება თავად პროექტს, თბილისის საკრებულოში წარგენილი განმარტებითი ბარათის მიხედვით, მთლიან საპროექტო ტერიტორიაზე იგეგმება 16 კორპუსის მშენებლობა, რომელთა ძირითადი ნაწილი არის შერეული ფუნქციის. კერძოდ:

  • ნაკვეთი #1 -ის ფართია: 11850 კვ.მ.
    ფუნქციური ზონა: სსზ-1
    საცხოვრებელი ფუნქცია - 75%
    საზოგადოებრივ საქმიანი ფუნქცია - 25%
    საცხოვრებელი ფუნქციის ნამატი ფართის 4% = 840.04 კვ.მ
  • ნაკვეთი #2 -ის ფართია: 6690 კვ.მ.
    ფუნქციური ზონა: სპეცზ-1 (4544 კვ.მ.); რზ-1 (2146 კვ.მ.)
    სარეკრეაციო ფუნქცია;
    საგანმანათლებლო ფუნქცია
  • ნაკვეთი #3 -ის ფართია: 18340 კვ.მ.
    ფუნქციური ზონა: სსზ-1
    საცხოვრებელი ფუნქცია - 90%
    საზოგადოებრივი ფუნქცია - 10%
    საცხოვრებელი ფუნქციის ნამატი ფართის 4% = 1513.20 კვ.მ
  • ნაკვეთი #4 -ის ფართია: 21916 კვ.მ.
    ფუნქციური ზონა: სსზ-1
    საცხოვრებელი ფუნქცია - 90%
    საზოგადოებრივი ფუნქცია - 10%
    საცხოვრებელი ფუნქციის ნამატი ფართის 4% = 1877.20 კვ.მ
  • ნაკვეთი #5 -ის ფართია: 15360 კვ.მ.
    ფუნქციური ზონა: სსზ-1
    საცხოვრებელი ფუნქცია - 90%
    საზოგადოებრივი ფუნქცია - 10%
    საცხოვრებელი ფუნქციის ნამატი ფართის 4% = 1349.40 კვ.მ
  • ნაკვეთი #6 -ის ფართია: 2764 კვ.მ.
    ფუნქციური ზონა: სზ-6
    საცხოვრებელი ფუნქცია
    საზოგადოებრივი ფუნქცია: მცირე კომერციული ფართებით
  • ნაკვეთი #7 -ის ფართია: 5822 კვ.მ.
    ფუნქციური ზონა: ტზ-1
    სატრანსპორტო ფუნქცია
    ფუნქცია: გზა.

"ქართუს" მიერ წარდგენილი ბარათის მიხედვით, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული პროექტი საკმაოდ მოცულობითია და საჭიროებს დეტალურ არქიტექტურულ დამუშავებას ინდივიდუალური ბლოკების მიხედვით შესაბამისად სექტრონ N-1;3;4;5 ში ფუნქციური შერევის პროცენტულობა ბლოკების მიხედვით დაზუსტდება არქიტექტურული პროექტის შეთანხმების ეტაპზე მაღალი კლასის საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით.

ასევე იგეგმება კომპლექსის მაცხოვრებლებისთვის საერთო სარგებლობის 4 სპორტული მოედნის მოწყობაც.

აუცილებელი მიწისქვეშა ავტოსადგომების რაოდენობა დაანგარიშდება კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო დამატებით 140 ერთეული პარკინგი განთავსდება გარე ტერიტორიისთვის.

კომპანიის მიერ საკრებულოში წარდგენილი წერილით ირკვევა, ის, რომ "ქართუს" თვლის, რომ კომპლექსის მშენებლობას სუსტი მხარეები არ გააჩნია.

წყარო: https://bm.ge/

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way