USD 2.7143
EUR 3.2143
RUB 3.2694
Тбилиси
«Deutsche Welle» (გერმანია): „ბიუჯეტში ფული აღარ არის?“: რატომ ამცირებს გერმანია უკრაინისადმი დახმარებას“
дата:  313

გერმანული სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველე“ (Deutsche Welle) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ბიუჯეტში ფული აღარ არის“: რატომ ამცირებს გერმანია უკრაინისადმი დახმარებას?“ (ავტორი - ქრისტოფ ჰასელბახი).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

გერმანიის მთავრობას განზრახული აქვს 2026 წლიდან შეწყვიტოსსაბიუჯეტო სახსრების გამოყენება უკრაინისათვის დასახმარებლად. კიევის მისაცემად ფულს ბერლინი  სხვადასხვა წყაროებიდან მოიძიებს. მაგრამ რამდენად შესაძლებელია ასეთი ნაბიჯის გადადგმა?

ბერლინის გადაწყვეტილება კიევისა და ყველა მისი უსიტყვო მხარდამჭერისათვის ერთგვარ შოკს წარმოადგენს. ამის მიზეზია მმართველ კოალიციაში (სოც-დემოკრატები, „მწვანეები“, „თავისუფალი დემოკრატები“) შექმნილი უკიდურესად დაძაბული სიტუაცია გერმანიის ფედერალური ბიუჯეტის ირგვლივ, რომელიც ისტორიულად უდიდეს დეფიციტს ითვალისწინებს.

ფინანსთა მინისტრმა ქრისტიან ლინდერმა წერილში, რომლის ადრესატები არიან თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ბორის პისტორიუსი და საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი, მიუთითა, რომ „ახალი დახმარება“, რომლებიც ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული, მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დამტკიცდეს, თუ მათი დაფინანსება გარანტირებული ექნება. ამჯამად კი სიტუაცია არასახარბიელოდ გამოიყურება.

მომავალი წლისათვის გერმანიის მთავრობა უკრაინისათვის 4 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფას გეგმავს, რაც მხოლოდ დაახლოებით ნახევარია იმ თანხისა (7,5 მილიარდი ევრო), რაც კიევს ამ წლის ბოლომდე უნდა გადაეცეს. ხოლო 2025 წლის შემდეგ უკრაინის ფინანსური დახმარება გერმანიის ბიუჯეტიდან აღარ მოხდება.

თუ ბიუჯეტიდან არა, მაშ საიდან?

2026 წლიდან უკრაინას ფულადი დახმარება, სავარაუდოდ, საერთაშორისო წყაროებიდან გადაეცემა - კრედიტების სახით, 50 მილიარდი ევროს რაოდენობით, რაზედაც „დიდმა შვიდეულმა“ იტალიაში გამართული სამიტის დროს დაადგინა. მტავარი წყარო უნდა იყოს რუსეთის გაყინული აქტივებისგან მიღებული პროცენტები, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ბევრი პრობლემა არსებობს - ჯერაც არ არის ბოლომდე გარკვეული, თუ რა რეგულაციით, რამდენჯერ და როგორ მიეცემა თანხა კიევს. მოლაპარაკება ჯერ კიდევ გრძელდება და არავინ იცის, რით და როდის დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში უკრაინის ელჩმა ალექსი მაკეევმა ქვეყნის მთავრობა გააფრთხილა, რომ ბერლინმა კიევს  დახმარება არ უნდა შეუმციროს: „ასეთ დროს ტანხების დაზოგვა და ეკონომია იმას ნიშნავს, ევროპის უსაფრთხოებასაც საშიშროება დაემუქრება. ეს ფატალური გადაწყვეტილება იქნება და ის არ უნდა იქნეს დაშვებული. ფული არის, საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური ნების გამოჩენა“.

არგუმენტები: „მომხრე“ და „მოწინააღმდეგე“

უკრაინისადმი დახმარების შემცირებაზე დაწყებულმა ლაპარაკმა კრიტიკა გამოიწვია, მათ შორის თვი გერმანიაშიც. ოპოზიციამ - ქრისტიან-დემოკრატმა კონსერვატორებმა - მტავრობა იმაში დაადანაშაულეს, რომ მას უკრაინის ბედის ანაბარად მიტოვება სურს, - უკრაინისა, რომელიც თავს რუსეთის აგრესიისაგან იცავს. ოპოზიცია, მართალია, მხარს უჭერს, რომ კიევს დახმარება რუსული აქტივებისაგან მიღებული პროცენტებით გაეწიოს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს საბიუჯეტო თანხებთან ერთად და არა მხოლოდ რუსული აქტივებიდან.

კრიტიკული ხმები გაისმის მმართველი კოალიციის შიგნითაც: სოციალ-დემოკრატმა მიხაელ როტმა, რომელიც ბუნდესტაგში საზღვარგარეთის საქმეთა საპარლამენტო კომიტეტს ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ გერმანიას „არ შეუძლია თავისი უსაფრთხოება საბიუჯეტო ორგანიზაციებზე დამოკიდებული გახადოს. აუცილებელია გაგრძელდეს უკრაინისადმი დახმარება, განსაკუთრებით ახლა, კიევის ჯარების კურსკის ოლქში შეჭრის დროს“.

„მწვანეთა“ ლიდერმა ომიდ ნურიპურმა საზოგადოებრივი ტელეარხის ARD-სათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ „დახმარების სავარაუდო შეწყვეტა უკრაინისათვის ცუდი სიგნალი იქნება“. იგივე თვალსაზრისი აქვს მარი-აგნეს შტრაკ-ციმერმანსაც „თავისუფალი დემოკრატებიდან“, რომელმაც ევროპელ პარტნიორებისგანაც მოითხოვა დახმარების გაფართოება.

შიდაპოლიტიკური პრობლემები უკრაინისადმი დახმარებაზე არ აისახება?

მიზეზები, რომლის გამოც გერმანიის მთავრობას უკრაინისადმი დახმარების შემცირება სურს, მხოლოდ სადაო ბიუჯეტის შემუშავება-მიღებაში არ გამოიხატება. სექტემბერში გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილში (ყოფილ გდრ-ში) მდებარე ფედერალურ მხარეებში - საქსონიაში, ტიურინგიაში და ნრანდენბურგში - ლანგდატების (სამხრეო პარლამენტების) არჩევნები უნდა ჩატარდეს. გამოკითხვების თანახმად, აქ შეიძლება წარმატებას მიაღწიოს როგორც მემარჯვენე პოპულისტურმა პარტიამ „ალტერნატივამ გერმანიისათვის“, ასევე მისი ყოფილი წევრის სარა ვაგენკნეხტის ახლად შექმნილმა ორგანიზაციამ სახელწოდებით „ჯანსაღი აზროვნება და სამართლიანობა“, რომლებიც, პრინციპში, მსოფლმხედველობით ერთმანეთისაგან არ განსხვავდებიან და უკრაინისათვის დახმარების შემცირების მომხრენი არიან. უფრო მეტიც: იგივე პოზიცია აქვს საქსონიის ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს, ქრისტიან-დემოკრატ მიხაელ კრეჩმერს, რომელიც, თავისი პარტიის საწინააღმდეგოდ), აცხადებს, რომ კიევი არ იმსახურებს გერმანიისაგან მუდმივ დახმარებას იმ რაოდენობით, რასაც ახლა ოღებს.

სარა ვაგენკნეხტი უკრაინისადმი არამარტო ირაღის მიწოდების შეწყვეტით გამოდის, არამედ ამბობს, რომ უკრაინამ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქების გამო კომპენსაცია უნდა გადაიხადოს. როგორც ცნობილია, გერმანიის ფედერალური პროკურატურის გადაწყვეტილებით, უკვე გამოცხადებულია იმ უკრაინელების ძებნა, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან 2022 წელს ბალტიის ზღვის ფსკერზე ჩადებული რუსეთ-გერმანიის დამაკავშირებელი მილსადენის აფეთქებაში. როგორც ამერიკული გაზეთი „უოლ სთრით ჯორნელი“ აღნიშნავს, დაგეგმილი აფეთქების თაობაზე საქმის კურსში იყო პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, თუმცა მტკიცებულებები არ იყო წარმოდგენილი. უკრაინის მთავრობა ბრალდებას უარყოფს.

უკრაინის მიმართ დახმარების საკითხში ხმები და ჭორები ადრეც ვრცელდება ხოლმე,  ახლაც გერმანიის მთავრობამ უარყო, რომ 2025 წლისათვის კიევის მიმართ დახმარება შემცირდება: „გერმანიათავისი სიტყვისა და საქმის ერთგული რჩება. კანცლერის ნათქვამი, რომ უკრაინისადმი მხარდაჭერა იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც საჭირო იქნება, დღესაც ძალაშია და არავის, განსაკუთრებით რუსეთის პრეზიდენტს, იმედი არ ჰქონდეს, რომ ჩვენი ძალისხმევა შესუსტდება. გერმანიის სიტყვა ძალაში რჩება“, - განაცხადა ვოლფგანგ ბიუხერმა, მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ განხილული იქნება დახმარების საშუალებების გადანაწილება ფედერალურ ბიუჯეტსა და საერთაშორისო წყაროებს შორის.

 

Тбилиси
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 18 სექტემბერს?

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 სექტებერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის  გამზირის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ნორიოს აღმართის, ცაბაძის (ნაწილობრივ), ფიფიების, ვორონინის, თევდორე მღვდლის, გორის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, აბასთუმნის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, გოგოლის, გროზნოს, მამრაძის, დონდუას, ქინქლაძის, ჩიტაიას, ცხრა ძმა ხერხეულიძის, თვალჭრელიძის, ცოტნე დადიანის, ართვინის, კაპანაძის, ფარავნის, მამარდაშვილის, თეთნულდის, კიკვიძის, პალიასტომის, მარუაშვილის და ზაზიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), ლოტკინის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), რეხის დასახლების, ხაჩატურიანის, რეხის, ენუქიძის, გაბისკირიას, ყუბანეიშვილის, ჟორდანიას, თამარ და აკაკი პაპავების, ჯინჭარაძე, ლოლაძის, მახათას, ცაიშის, დადიანი-ანჩაბაძის, აგიაშვილის, ივერთუბნის, ბარაკონის, კარტოზიას, ხორნაულის, ყანჩელის, დოლიძის, გაბუნიას, ბეთაშვილის, ალავერდის, ახალი რეხის, ვალერიან კანდელაკის,  მახათას, თამარ მამულაშვილის, მარინე უთმელიძის, გურამ გაბისკირიას, რაულ ეშბას, ალოიზ მიზანდარის და ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის ქუჩების მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის დასახლების, ვაგზლის, გულიკო გოდოლაძის, ევსტათი მცხეთელის, შოთა ნიშნიანიძის და სადგურის ქუჩების მოსახლეობას. 

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის, ბერძენიშვილის, დარიალის, კავსაძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), დიდიმ მირცხულავას, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის და ბაზალეთის ქუჩების მოსახლეობას. 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати