USD 2.8784
EUR 2.9941
RUB 2.9173
თბილისი
«Deutsche Welle» (გერმანია): „საქართველო: არის თუ არა გამოსავალი კრიზისიდან?“
თარიღი:  175

„მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, აირჩია რა ქვეყნის ახალი პრეზიდენტი, თავისი ხელისუფლება განამტკიცა. ამის მიუხედავად, ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოსტის დატოვებაზე უარს აცხადებს. ქვეყანაში კონფრონტაციული სიტუაცია გრძელდება“, - ნათქვამია გერმანული სამაუწყებლო კომპანიის „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით  „საქართველო: არის თუ არა გამოსავალი კრიზისიდან?“ (ავტორი - იური რეშეტო).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

რამდენიმე კვირაა ქართველები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში პერმანენტულ საპროტესტო აქციებს ატარებენ - 26 ოქტომბრის საპარლამენტო არცევნების დროიდან. ოფოციალური მონაცემებით, მმართველმა პარტიამ არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა დააგროვა და გაიმარჯვა, ოპოზიცია კი თვლის, რომ ხელისუფლებამ შედეგები გააყალბა. პროტესტების ტალღას იმპულსი შესძინა რიგმა გარემოებებმა: პირველმა - მთავრობის გადაწყვეტილებამ ევროკავშირთან გაწევრიანების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკების გადავადების თაობაზე და მეორემ - პრეზიდენტის არჩევამ საპარლამენტო კომისიის მიერ, რომელიც, ოპოზიციის აზრით, არალეგიტიმურია და აქედან გამომდინარე, არც პრეზიდენტი არ არის კანონიერად არჩეული.

ამჟამად მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უარს აცხადებს რეზიდენციის დატოვებაზე. მისი აზრით, დღეისათვის საქართველოში მხოლოდ თვითონ არის ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფალი.

რა აკლია საპროტესტო გამოსვლებს?

მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრანტები მოსახლეობაში მხარდაჭერით სარგებლობენ, პოლიტიკური სიტუაცია ჯერ-ჯერობით უცვლელი რჩება - ხელისუფლება თავის ძალაუფლებას იმტკიცებს, ოპოზიცია კი თითქმის დეზორიენტირებულია. პოლიტოლოგ გელა ვასაძის აზრით, ამის ორი მიზეზი არსებობს: პირველი - ხელისუფლება ხისტად მოქმედებს და პოზიციებს არ თმობს, მეორე - ქუძის საპროტესტო აქციებს ინტიტუციური მხარდაჭერა არ აქვს: „ჩვენ ვხედავთ საზოგადოების მღელვარე რეაქციას, მაგრამ არა პოლიტიკურ პროცესს. დღეს საზოგადოება ებრძვის არსებულ სისტემას და არა ოპოზიცია“.

რასაკვირველია, მხოლოდ ხალხის ნების არსებობა სტატუს-ქვოს შესაცვლელად არასაკმარისია. „ოპოზიციურმა პოლიტიკოსებმა ეს კარგად იციან“, - ამბობს გელა ვასაძე „დოიჩე ველესთან“ საუბარში, - მაგრამ მათ არ იციან თუ როგორ მივიდნენ ახალ არჩევნებთან. ვერავინ ვერ ხედავს ძალთა თანაფარდობის შეცვლის რეალურ მექანიზმს“.

კორნელი კაკაჩია „საგარეო პოლიტიკის ქართული ინსტიტუტიდან“ ასევე ჩივის, რომ ქართულ პოლიტიკაში სრული გაურკვევლობა სუფევს. „დოიჩე ველესთან“ საუბრის დროს იგი გამაფრთხილებლად ამბობს, რომ „სიტუაცია ძალიან მყიფეა: ამ მომენტისათვის არავინ არ იცის მკაფიოდ, თუ რა მოხდება 29 დეკემბერს, როცა ახალი პრეზიდენტი თავის უფლებამოსილებას ოფიციალურად მიიღებს. ასევე გაურკვეველია ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პერსპექტივა, თუ იგი 29 დეკემბერს საპრეზიდენტო რეზიდენციას არ დატოვებს.

სამი სცენარი საქართველოსთვის

კორნელი კაკაჩია იმ სამომავლო სცენარებზე საუბრობს, რომელიც, სავარაუდოდ, საქართველოს ჰორიზონტზე ისახება:

„პირველი - თუ არაფერი არ შეიცვლება, საქართველო გახდება სერბეთის მსგავსი ქვეყანა“, - ამბობს იგი და მიანიშნებს ბელგრადის მთავრობის კურსზე, რომელსიც ოფიციალურად თითქოსდა ევროკავშირის წევრობისაკენ ისწრაფვის, მაგრამ იმავდროულად თავისი პრორუსული პოლიტიკით ევროკავშირის კურსს ეწინააღმდეგება.

მეორე - „უფრო უარესი სცენარი“, კორნელი კაკაჩიას თქმით, „საქართველოს ბელარუსიზაციაში“ გამოიხატება. „ამ დროს ხელისუფლება მკაცრად ახშობს საპროტესტო აქციებს და მონაწილეებს აპატიმრებს და მათ საპყრობილეებში გზავნის - ისე როგორც ეს მოხდა ბელარუსში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. შედეგებიც ისეთივეა მოსალოდნელი: როგორც ბელარუსია არის გარიყული მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნებისაგან, ასევე საქართველოც იზოლირებული იქნება“.

მესამე - მოსალოდნელია მეორე „ვარდების რევოლუცია“, 2003 წლის მსგავსად, როცა საქართველოს სათავეში ჩაუდგნენ ახალგაზრდა პოლიტიკოსი რეფორმატორები. რევოლუციამ უსისხლოდ გაიმარჯვა. ამასთან, 2003 წლისაგან განსხვავებით, ამჟამად სიტუაციის გამწვავების უფრო დიდი რისკები არსებობს: რუსეთმა შეიძლება ყველაფერი გააკეთოს საქართველოს საზიანოდ - ან სავაჭრო ემბარგოს გამოაცხადებს, ან ახალი მთავრობის საქმეებში ჩაერევა.

29 დეკემბერი - უკანასკნელი შანსი?

რენატა სკარჟიუტე-კერესელიძე, რომელიც საგარეო პოლიტიკის ქართული ინსტიტუტის თანამშრომელია, თვლის, რომ საქართველოს პროევროპულ ძალებს ჯერ კიდევ აქვთ წარმატების შანსი - ისინი 29 დეკემბრისათვის უნდა მოემზადნონ; „პროტესტები მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა განხორციელდეს. ამასთან, ბევრი რამ არის დამოკიდებული ევროკავშირისა და დასავლეთის მხარდაჭერის გააქტიურებაზე. სამწუხაროდ, ოპოზიციისათვის დიალოგის გამართვა ძნელი ხდება, რადგან ისინი, საწყისი ეტაპისაგან განსხვავებით, ახლა უფრო არალეგალურად მოქმედებენ, ვიდრე ლეგალურად“.

მართლაცდა, ამჟამად, ქუჩის აქციების მონაწილეთა შემართება ნელ-ნელა პასიურდება. ბევრ ქართველს არ სურს, რომ ქვეყანა 2014 წლის დროინდელ უკრაინას დაემსგავსოს, როცა კიევში სისხლიანი „მაიდანი“ მოხდა და ათეულობით ადამიანი დაიღუპა. თავის მხრივ, „ქარტული ოცნების“ მხარდამჭერები თვლიან, რომ მხოლოდ მმართველ პარტიას შეუძლია რუსეთთან დამოკიდებულების დარეგულირება. ყველასათვის ცნობილია, რომ პარტიის დამაარსებელს ბიძინა ივანიშვილს მოსკოვთან კავშირები აქვს და მისი პარტიის წინასაარჩევნო დაპირება სწორედ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება იყო.

წყარო: https://www.dw.com/de/georgien-there-is-a-way-out-of-the-crisis/a-71080293

ბიზნესი
"ქართუ ჯგუფი" ორთაჭალაში ცათამბჯენებს ააშენებს

"ასოციაცია ატუ" და "ქართუ ჯგუფი" თბილისში, ორთაჭალჰესის მიმდებარედ მულტიფუნქციურ კომპლექსს "ორთაჭალა თაუერსს" ააშენებენ. პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.

პროექტი ორი ურთიერთდაკავშირებული ნაგებობისგან შედგება, რომელთაგან პირველი 27 სართულიანი, მეორე კი 43-სართულიანი იქნება. ნაგებობის მაქსიმალურ სიმაღლედ საპროექტო დოკუმენტაციაში 177.4 მეტრი არის მითითებული.

ახალი ნაგებობა 25,831 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე უნდა განთავსდეს და მისი მთლიანი საპროექტო ფართობი 89,948 კვადრატული მეტრი იქნება, საიდანაც 67,461 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი უნდა იყოს, კომერციული ფართის ზომა კი 22,487 კვადრატული მეტრის იქნება.

 

პროექტის რენდერები

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.