USD 2.6156
EUR 3.0333
RUB 3.0261
Tbilisi
ეუთოში აშშ-ის ელჩი: სამხრეთ ოსეთის ტერიტორია არ არსებობს, ეს არის საქართველოს ოკუპირებული ნაწილი
Date:  756

სამხრეთ ოსეთის ტერიტორია არ არსებობს, ეს არის საქართველოს ოკუპირებული ნაწილი. არ არსებობს საზღვარი სამხრეთ ოსეთთან, ეს მთლიანად საქართველოს ტერიტორიაა,- ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა ეუთოში ჯეიმს გილმორმა ვენაში, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

ელჩმა მოსკოვი საქართველოს ტერიტორიის მიტაცების მცდელობაში დაადანაშაულა.

„მოვუწოდებთ, შეჩერდეს სტრუქტურების, ღობეების, ნიშნების ან ბარიერების მშენებლობა/გამაგრება, რომლის მიზანია ადმინისტრაციული საზღვრის ხაზების „ბორდერიზაციის“ გაძლიერება ან გაფართოება. ეს ქმედებები წარმოადგენს მოსკოვის მცდელობას, რომ მიიტაცოს საქართველოს ტერიტორია“, – განაცხადა გილმორმა.

გარდა ამისა, ამერიკელმა დიპლომატმა ლუგარის ცენტრის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ გმობს საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიას. მისივე თქმით, მოსკოვის ყალბი ბრალდებები განხილვასაც არ იმსახურებს.

„აშშ გმობს რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიას, კოვიდ-19-ის გლობალური პანდემიის წინააღმდეგ საქართველოს ბრძოლის შესახებ. მოსკოვი კიდევ ერთხელ ცრუობს საქართველოში ღრმადპატივცემული კვლევის ინსტიტუტის, რიჩარდ ლუგარის ცენტრის შესახებ და ამჯერად ის ამას სერიოზული პანდემიის ფონზე აკეთებს,“ - განაცხადა ელჩმა და დასძინა, რომ რუსეთის მთავრობის მიზანია, პანდემია საკუთარი საზიანო ზეგავლენის გაძლიერების საშუალებად გამოიყენოს.

„სიმართლე ისაა, რომ ლუგარის ცენტრი სწორედ ისეთი დაავადებების აღმოსაჩენად და გასაკლავებლად შეიქმნა, როგორიც „კოვიდ 19“-ია. მოსკოვის ცრუ ბრალდებები ამ საბჭოზე განხილვასაც კი არ იმსახურებს,“- აღნიშნა ჯეიმს გილმორმა.

World
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way