USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან
Date:  

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა თავის დეკლარაციაში ღრმა შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის გამო.

დეკლარაცია ხაზს უსვამს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულად განხორციელების აუცილებლობას, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეულად დაბრუნებას საკუთარ სახლებში და კონსტრუქციულ ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის იანვრისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას.

დოკუმენტი ასევე მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესაბამისად და ხაზს უსვამს, რომ საჭიროა გაგრძელდეს აქტიური ჩართულობა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

რეზოლუცია გმობს ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში, ძირითადი თავისუფლებებისა და უფლებების დარღვევას, ეთნიკური ქართველების მიმართ დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმას, ასევე ორივე რეგიონში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან ქართული ნიშნების მოსპობასა და შეცვლას, როგორც რუსეთის მუდმივი ოკუპაციისა და „რუსიფიკაციის“ პოლიტიკის პირდაპირ შედეგს.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესია, კანადაში, ქალაქ ვანკუვერში 30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით გაიმართა, სადაც საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაცია ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით წარდგა.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way