USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
«Reuters»(დიდი ბრიტანეთი): „ჩინეთი აშშ-სთან ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ითანამშრომლებს, მაგრამ დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევა მეტოქეობას გააძლიერებს“
Date:  408

დიდი ბრიტანეთის საინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტო „როიტერმა” (Reuters) გაავრცელა სტატია სათაურით „ჩინეთი აშშ-სთან ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ითანამშრომლებს, მაგრამ დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევა მეტოქეობას გააძლიერებს“ (ავტორი - ლორი ჩენი).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

ამერიკას ახალი არჩეული პრეზიდენტი ჰყავს. დონალდ ტრამპს ამ დროისთვის საარჩევნო კოლეგიაში 295  ხმა აქვს. მიმდინარე პროცესებს მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან და გამოთქვამენ სურვილს ტრამპის ადმინისტრაციასთან სამომავლო თანამშრომლობისთვის.

პირველი განცხადება გაკეთდა პეკინშიც. ჩინეთის მთავრობაში განმარტავენ, რომ მზად არიან ამერიკის ახალ არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან თანამშრომლობისთვის ურთიერთპატივისცემის საფუძველზე.

„ჩვენი პოლიტიკა შეერთებული შტატების მიმართ არის თანმიმდევრული“,- თქვა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მაო ნინგმა. ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, თუ რა გავლენას იქონიებდა ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნება ამერიკულ-ჩინურ ურთიერთობებში.

„ჩვენ გავაგრძელებთ ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებს პატივისცემის, მშვიდობიანი თანაარსებობის პრინციპების შესაბამისად“,- თქვა ნინგმა.

„როიტერთან“ საუბრისას ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები ამბობენ, რომ თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნებამ და მისმა, მათი თქმით იზოლაციონისტურმა, საგარეო პოლიტიკამ შესაძლოა ჩინეთს ვაკუუმი შეუქმნას თავისი გლობალური გავლენის გაფართოებისთვის.

„პეკინი ელოდა ახლო რბოლას ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის გამარჯვება ჩინეთისთვის არ არის სასურველი შედეგი და ეს იწვევს შეშფოთებას, ეს შედეგი პეკინისთვის სრულიად მოულოდნელი არ არის,“- ამბობს „კარნეგის ფონდის“ თანამშრომელი ტონგ ჟაო სააგენტო „როიტერთან“ საუბრის დროს.

კიედვ ერთი ანალიტიკოსი, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტრატეგიის ცენტრის დირექტორი და ვეი განმატავს, რომ დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება ამერიკულ-ჩინური ურთიერთობებისთვის დიდი გამოწვევა იქნება.

„ტრამპის მაღალი არაპროგნოზირებადობის გამო, ვფიქრობ ჩინეთისთვის რთულია იმის თქმა, რომ არსებობს ჩამოყალიბებული გეგმა,“- ამბობს და ვეი და განმარტავს, რომ როგორ განვითარდება ქვეყნებს შორის კავშირები დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა სახის პოლიტიკა ექნება ჩინეთთან მიმართებაში დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია.

ანალიტიკოსების თქმით, ჩინეთის ხელმზღვანელობას ყველაზე მეტად აშშ-სთან მოსალოდნელი სავაჭრო ომი აშფოთებს.

ჩინეთი ყოველწლიურად აშშ-ში 400 მილიარდი დოლარის საქონელს ჰყიდის და კიდევ ასობით მილიარდი დოლარის მაკომპლექტებელ პროდუქციას, რასაც (ჩინეთის მიერ დამზადებულს) ამერიკელები სხვა ქვეყნებში ყიდულობენ.

„სამომავლოდ პეკინი, სავარაუდოდ, შეადგენს იმ გარიგებებისა და კომპრომისების მკაფიო ჩამონათვალს, რომელთა განხილვას ვაშინგტონთან დააპირებს. ჩინეთს იმედი აქვს, რომ სანამ დონალდ ტრამპი აშშ-ის სიტუაციაში გაერკვევა, პეკინი თავის საშინაო-ეკონომიკურ საკითხებში, ამერიკასთან მიმართებით, მკაფიოდ ჩამოყალიბდება“, - ამბობს ბრაიან ვონგი, ჰონკონგის უნივერსიტეტის დოცენტი, რომელიც ვარაუდობს, რომ ჩინეთი დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ურთიერთობას გააფართოვებს გლობალური სამხრეთის ქვეყნებთან.

რაც შეეხება ტაივანის საკითხს: როგორც ცნოპბილია, დონალდ ტრამპმა ტაივანის მმართველები გაანაწყენა, როცა განაცხადა, რომ კუნძულმა ამერიკას ფული უნდა გადაუხადოს თავდაცვაში დახმარებისთვის და იმისათვის, რომ ამერიკას ნახევარგამტარების დამზადების პრიორიტეტი წაართვა.

გასულ თვეში ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ტაივანს 2 მილიარდი დოლარის იარაღით შეღავათიანად დაეხმარა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ დონალდ ტრამპი ტაივანს სამომავლოდ ასეთნაირ დახმარებას გაუწევს“, - ამბობს შენ დინლი, შანხაის უნივერსიტეტის თანამშრომელი.

წყარო: https://www.reuters.com/world/china/taiwan-trade-china-braces-more-rivalry-close-us-presidential-race-ends-2024-11-05/

 

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way